საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება ცენტრალურ დეპოზიტარს უფრო იაფად შეუძლია, ვიდრე კომერციულ ბანკებს

საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურება ცენტრალურ დეპოზიტარს უფრო იაფად შეუძლია, ვიდრე კომერციულ ბანკებს

access_time2021-05-20 10:00:22

საპენსიო სააგენტო სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესს რამდენიმე კვირაში დაასრულებს. დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ შესაძლებელი იქნება ინვესტირება გლობალურ და ლოკალურ ფასიან ქაღალდებში. თუმცა საპენსიო სააგენტოს, საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით აქვს განსაზღვრული როგორი შეიძლება იყოს მისი საინვესტიციო პორტფელი.


საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე ამბობს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. მისივე თქმით, დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ საპენსიო დანაზოგები საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში განთავსდება.


„როგორც კი დეპოზიტარი გვეყოლება გადავინაცვლებთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში. აუცილებლად მოხდება სავალუტო დივერსიფიკაცია და მოხდება არა სავალო ფასიან ქაღალდებში გადასვლა, არამედ ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენა, სადაც გვექნება ზრდის პოტენციალი, ანუ მოხდება თანხის ინვესტირება აქციებში, ინდექსებსა და ფონდებში“, - ამბობს გიორგი მელიქიძე.


საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი 2020 წელს ჩაიშალა. სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ წინა წლის იანვრიდან მიმდინარე ტენდერი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 29 სექტემბერს შეწყვიტა. გაჭიანურებულ პროცესს თან დაერთო მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული შეზღუდვები მოიხსნა.



თუმცა, როგორც მაშინ, ახლაც საპენსიო ფონდი სპეციალიზებული დეპოზიტარზე დიდ იმედებს ამყარებს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა აუცილებელი არ არის, რადგან საქართველოში წლებია მოქმედებს ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საუკეთესო დასავლური სტანდარტის ელექტრონული სისტემით, ექსპერტიზით და მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლის მომსახურებაც საპენსიო სააგენტოსთვის გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე დიდი კომერციული ბანკის მომსახურება, მითუმეტეს, როდესაც მას ეს ფუნქცია არასოდეს შეუსრულებია.


„ზოგადად, ვფიქრობ, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის ცნება ხელოვნურია და მას კანონით მინიჭებული აქვს იმაზე მეტი ფუნქციები, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი მიუღებლად დიდხანს გაგრძელდა. მაშინ როდესაც, საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში შეიქმნა, 2 წლის შემდეგაც, ახლა, 2021 წლის მაისში, სპეციალიზებული დეპოზიტარი ჯერ კიდევ არ არის შერჩეული. შედარებისთვის, საპენსიო სააგენტო სულ ერთი ქაღალდიდან სრულად გამართულ და მოქმედ ორაგნიზაციად ორთვენახევარში ჩამოვაყალიბეთ, 2019 წლის 1 იანვრისთვის, საპენსიო შენატანების და ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მხოლოდ შიდა რესურსებით შექმნის ჩათვლით. მესმის, რომ ზედაპირზე არ ჩანს რამ გამოიწვია საკითხის ასე გართულება, მაშინ როდესაც საქართველოში უკვე 22 წელზე მეტია მოქმედებს ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საუკეთესო დასავლური სტანდარტის ელექტრონული სისტემით, ექსპერტიზით და მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლის მომსახურებაც გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე დიდი კომერციული ბანკის მომსახურება დაჯდება, მითუმეტეს, როდესაც მას ეს ფუნქცია არასოდეს შეუსრულებია და ახლა უნდა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს კადრები და გამართოს პროცესები. ეროვნულ ბანკს, რა თქმა უნდა, თუნდაც დროებით, შეეძლო შეესრულებინა ეს ფუნქცია და საინვესტიციო პროცესი გაცილებით ადრე დაწყებულიყო“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


დღეს არსებული ყველა ტრანზაქცია (ობლიგაციების ემისია) განხორცილებულია საბანკო სესხის ობლიგაციებში კონვერტირების გზით, რომელ ობლიგაციებსაც იგივე ბანკი ყიდულობს, რომლის საბროკერო კომპანიამაც ორგანიზება გაუკეთა ამ ტრანზაქციას. ფინანსისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი იქნება კომერციული ბანკი, ზემოაღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.


„დღეს არსებული თითქმის ყველა ობლიგაციების ემისია განხორცილებულია საბანკო სესხის ობლიგაციებში კონვერტირების გზით, რომელ ობლიგაციებსაც იგივე ბანკი ყიდულობს, რომლის საბროკერო კომპანიამაც ორგანიზება გაუკეთა ამ ტრანზაქციას. თუ საპენსიო სააგენტო იქნება სრულიად დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, როგორც კანონშია გაწერილი, მიუხედავად იმისა რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი იქნება კომერციული ბანკი, ზემოაღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. ასევე, კანონის 26-ე მუხლის მე-5 პრიმა პუნქტი არეგულირებს სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს. შერჩეული კომერციული ბანკის შემთხვევაში ეს საკითხები მოწმდება, პირველ რიგში, საპენსიო სააგენტოს იურიდიული სამსახურის მიერ. პრობლემა აქ დაწესებულ ლიმიტებშია, რომელიც სავარაუდოდ ხელს არ შეუწყობს კაპიტალის ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების (გარდა, კონვერტირებული ობლიგაციებისა) გამოჩენას. მაგალითად, საპენსიო სააგენტო, კანონით შეზღუდულია ერთი ემიტენტის ერთი ემისიის მხოლოდ 10%-ის შესყიდვით. ვინ უნდა შეისყიდოს დანარჩენი 90%? ვფიქრობ, ეს ლიმიტები გადასახედია, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც და ამის ინიცირება, საინვესტიციო საქმიანობის მარეგულერებელ (და არა ზედამხედველ) ეროვნულ ბანკს ხელეწიფება“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.


სპეციალიზირებული დეპოზიტარი საპენსიო სააგენტოს მალე ეყოლება. სწორედ ამ დროიდან დაიწყება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სხვა მიმართულებებითაც, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქაც მოქმედებს. მაგალითად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს შექმნიდან (2019 წ) 5 წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში შეეძლება. ასეთ პორტფელად კი მთავარმა საინვესტიციო დოკუმენტმა შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა - უცხოური აქციები (15%), საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%) და დეპოზიტები (60%). 2023 წლიდან კი, საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ - სად ინვესტირდეს მათი თანხა - დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up