საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი - იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი - იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%

access_time2021-11-26 23:00:00

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა, მისი ამოქმედებიდან დღემდე ინფლაციურ ფონზე 6.3%-ით მაღალია. ამის შესახებ მან პარლამენტში სააგენტოს 6-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.



„დღეს საპენსიო აქტივები წარმოადგენს 1.9 მილიარდ ლარს. აქედან, 11.4% წლიური მიმდინარე მომგებიანობაა. იმ დღიდან, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, ფონდის მომგებიანობა არის 29.9%. იგივე პერიოდზე ინფლაციას რომ შევადაროთ, ინფლაცია არის 23.7%, ხოლო ლარის დევალვაცია 16.5%. საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციურ ფონზე 6.3%-ით მაღალია. ჩვენი საინვესტიციო მიზანია, რომ დავამარცხოთ ინფლაცია საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია, ინფლაცია არის მაღალი, შეიძლება კიდევ უფრო მაღალი ინფლაციაც დავინახოთ წლის ბოლოსკენ, თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.




რაც შეეხება კითხვას საპენსიო აქტივების პორტფელის კრიპტოვალუტაში ჩადებასთან დაკავშირებით, კანონით, ჩვენ არ შეგვიძლია ტრადიციული აქტივის კლასების (აქციები, ობლიგაციები) გარდა სხვა აქტივის კლასების ყიდვა. 2023 წლის ბოლომდე ჩვენ მხოლოდ აქციების, ობლიგაციების, საბანკო დეპოზიტებისა და მსგავსი ინსტრუმენტების შეძენა შეგვიძლია. 2023 წლის შემდეგ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი დანაზოგების პორტფელების 10% განვიხილოთ სხვა აქტივის კლასებში. ამ სხვა აქტივის კლასებშია უძრავი ქონება, პირდაპირ სესხის გაცემა და მსგავსი პირდაპირი წილის ყიდვა კომპანიაში და მათ შორის არის კრიპტოვალუტებიც. კანონი დღეს იძლევა საშუალებას, რომ 2023 წლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ შედარებით მაღალრისკიანი პორტფელი, დღეს ვართ დაბალრისკიან პორტფელში. ჩვენ შეგვიძლია ამ პერიოდისთვის 10% განვიხილოთ ალტერნატიულ აქტივის კლასებში, რომლის ნაწილიც კრიპტოვალუტაა,“- განაცხადა მელიქიძემ.



bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up