„საპენსიო სააგენტოს თანხის ინვესტირება კერძო კომპანიების ობლიგაციებში უნდა განხორციელდეს, რომ ბანკების მიღმა რეალური ეკონომიკის დაფინანსება მოხდეს“

„საპენსიო სააგენტოს თანხის ინვესტირება კერძო კომპანიების ობლიგაციებში უნდა განხორციელდეს, რომ ბანკების მიღმა რეალური ეკონომიკის დაფინანსება მოხდეს“

access_time2020-03-06 10:50:11

საპენსიო სააგენტომ დაგროვილი თანხის ინვესტიცირება დაიწყო, რის ფარგლებშიც პირველი ინვესტიცია უკვე განახორციელა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.


საპენსიო სააგენტოს მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% - ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ მგავსი ინვესტიცია დადებითი შედეგის მომტანია, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შემდგომი განთავსებებისთვის აუცილებელია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება, რომელიც წესებს, ლიმიტებს და რისკის რაოდენობრივ შეფასებას მოახდენს.


„ჩვენ ჯერ კიდევ სექტემბერში დავიწყეთ ბანკებთან მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები პრაქტიკულად უკვე მზად იყო, ამიტომ სჯობდა ინვესტირება უფრო ადრე განხორციელებულიყო, რადგან მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე 15% სარგებელი რა თქმა უნდა 9%-ზე უკეთესია. შესაბამისად, თვითონ ფაქტი კარგია, მაგრამ სანახავია რამდენად კანონის შესაბამისად შეფასდა რისკები, თუ არის საჯარო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტია, ეს არის კანონის აუცილებელი მოთხოვნა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობდეს და დამტკიცებული იყოს დირექტორის მიერ, ამგვარი ინსტრუმენტებისთვის საინვესტიციო პოლიტიკა თავის დროზე ჩვენ შევქმენით და ეროვნულ ბანკში იყო გადაგზავნილი, წესით უკვე დამტკიცებული უნდა იყოს, უბრალოდ საჭიროა სადმე გამოაქვეყნონ, მათ შორის ვებ-გვერდზე. იქ გაწერილი იქნება წესები, ლიმიტები, რისკის რაოდენობრივი შეფასება და ა.შ.“,- განმარტა ლევან სურგულაძემ.



საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ შემდგომი განთავსებები უნდა მოხდეს ფინანსურ ინსტიტუტებში, ისეთი როგორიც არის კერძო კომპანიების ობლიგაციები, რათა ბანკების მიღმა რეალური ეკონომიკის დაფინანსება მოხდეს. მისი აზრით, კომერციული ბანკები არ იყოს შუამავალი კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის, არამედ უნდა არსებობდეს კაპიტალის ბაზარი რომლის განვითარებასაც ამ განთავსებებმა ხელი უნდა შეუწყოს.


„ამ ეტაპზე ნებისმიერი ბანკის საინვესტიციო პორტფელში, ფული და ფულადი ინსტრუმენტები გარკვეულ ადგილს იკავებს და ამაში უჩვეულო არაფერია. ბანკებისთვისაც ალბათ თავის მხრივ მომგებიანია, რადგან მათ ლარი სჭირდებათ და ამიტომაც იხდიან ამხელა პროცენტს, მითუმეტეს რომ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები მაღალია მათ შორის რეფინანსირების განაკვათი 9%-ზე ავიდა, მაშინ კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი პროცენტი, რადგან  სადეპოზიტო სერთიფიკატს 5 წლით ანთავსებენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ შემდგომი განთავსებები უნდა მოხდეს ფინანსურ ინსტიტუტებში, ისეთი როგორიც არის ობლიგაციები, კერძო კომპანიების ობლიგაციები, რომ რეალური ეკონომიკის დაფინანსება მოხდეს ბანკების მიღმა ანუ კომერციული ბანკები კი არ იყოს შუამავალი კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის, არამედ არსებობდეს კაპიტალის ბაზარი რომლის განვითარებასაც ამ განთავსებებმა ხელი უნდა შეუწყოს. ამ ეტაპზე ეს სწორია, მაგრამ დაველოდოთ შემდეგ ეტაპებს და საინვესტიციო დოკუმენტს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შემუშავებულიყო და რაც შემდგომ განთავსებებს დაარეგულირებს“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 22 იანვარს, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს დროებითი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც თებერვალში, საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადაიტანა. ეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მხოლოდ დროებითია და ის ამ კონკრეტული თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადატანისთვის დამტკიცდა. საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულია ის ლიმიტები, რაც ინვესტირების პროცესში უნდა იქნეს დაცული. მათ შორის, აკრძალულია ერთ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატების 40%-ზე მეტის განთავსება და ინვესტიცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ საფინანსო ინსტრუმენტებში, რომელთა გამომშვები ორგანიზაციებიც შეფასებული არიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების - Standard & Poors-ის, Moody’s-ის, Fitch-ისა და Scope Ratings-ის მიერ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up