„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის დასკვნა ზედაპირულია, სახელმწიფო კომპანიების ევროობლიგაციებზე დიდი მოთხოვნაა“

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის დასკვნა ზედაპირულია, სახელმწიფო კომპანიების ევროობლიგაციებზე დიდი მოთხოვნაა“

access_time2021-06-07 10:00:01

საპენსიო თანხების არცერთ სახელმწიფო კომპანიის ბონდებში ინვესტირება ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე აცხადებს ამჟამად, არსებული გადმოსახედიდან საქართველოს ელექტროსისტემაში, საქართველოს რკინიგზაში თუ სხვა სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირება არ ღირს, რადგან არ აქვთ საკმარისი ხარისხი.


„მიჭირს პროგნოზი, თუ როდის მიაღწევენ კომპანიები იმ ნიშნულს, რომ ღირდეს მათში ინვესტირება, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა დაველაპარაკოთ ბიზნესს ინტენსიურად“, - აცხადებს გიორგი მელიქიძე.


ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანიების და თვითონ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს, დიდი მოთხოვნით, უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ, ამიტომ მისი თქმით, მელიქიძის დასკვნა ზედაპირულია.


„ნამდვილად არ ვიქნებოდი ასეთი კატეგორიული და ვფიქრობ, ამგვარი დასკვნა, როგორც მინიმუმ, ზედაპირულია. სახელმწიფო კომპანიების და თვითონ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს, დიდი მოთხოვნით, უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ. დღეს, მაგალითად, სს საქართველოს რკინიგზის ევრობონდები პრემიუმზე 106.79-ზე ივაჭრება. გაუგებარია, რა „საკმარის ხარისხზეა“ საუბარი ან/და გააჩნიათ თუ არა ასეთი ხარისხის რაოდენობრივი საზომები (საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში მსგავსი არაფერია)? იმავდროულად, საპენსიო ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ფონდის სახსრების დივერსიფიცირებული განთავსება. უკვე თითქმის 2 წელია, ფონდი სრულად საბანკო სადეპოზიტო ინსტრუმენტებშია განთავსებული და თანაც სრულად ლარში“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.


მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის ზარალს განიცდიან, მათ შორის 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 713 მილიონი ლარი იყო, ლევან სურგულაძე თვლის, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის.


„მართალია, სახელმწიფო კომპანიებმა ბოლო წლებში ფინანსურ ანგარიშგებებში წაგება აჩვენეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის. აუცილებელია ჩატარდეს ნაჩვენები ზარალიანობის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში წაგება წმინდა ბუღალტრული ხასიათის არის და გამოწვეულია, მაგალითად, საწარმოს აქტივების ბუღალტრული ჩამოფასებით. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ლარის კურსის შემცირებაც. თუ საწარმოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები სხვა მყარ ვალუტაში აქვს ხოლო მისი საანგარიშგებო ვალუტა ლარია, მაშინ ნაჩვენები ზარალიანობა ლარის სისუსტეს შეიძლება უკავშირდებოდეს.



აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებში ინვესტირებული თანხის და სარგებლის გასტუმრება ემიტენტი კომპანიის უპირატესი ვალდებულებაა, ამავე კომპანიის მეწილეების წინაშე ვალდებულებებთან შედარებით. შესაბამისად, უნდა შევხედოთ არა მხოლოდ მოგება/ზარალის (მითუმეტეს, ბუღალტრულის) ანგარიშგებას, არამედ, რამდენად პროგნოზირებადი და ჯანმრთელია კომპანიის მომავალი ფულადი ნაკადები და საბალანსე უწყისი. სხვა ანგარიშგასაწევი ფაქტორებიც არის. მაგალითად, სს საქართველოს რკინიგზა არის ექსკლუზიური გადამზიდავი ჩვენს სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფანში. ასევე, მაგალითად, კომუნალური (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ფულადი შემოსავლებიც საკმაოდ სტაბილური და კარგად პროგნოზირებადია. ვთვლი, რომ ასეთი კომპანიების სავალო ინსტრუმენტებში (ობლიგაციებში), პროფესიონალების მიერ ჩატარებული შესწავლის და სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, ინვესტირება დივერსიფიცირების პრონციპების სრული დაცვით, შესაძლებელი და სასურველია“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up