საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

access_time2019-07-08 13:41:35

საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად ავირჩიეთ ოლივერ რუსო, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ჟან -ფრედერიკ პოლსენი, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა წარადგინა.


ლევან სურგულაძის განცხადებითვე, საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებიც იყო განხილული, მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას საქართველოში.


"მოკლედ მიმოვიხილეთ სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზზეც და იმ გეგმებზე, რა გეგმითაც იმუშავებს საინვესტიციო საბჭო", - აღნიშნა სურგულაძემ.


მისივე თქმით, კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგები პირველი 5 წლის განმავლობაში შექმნის მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელს, სადაც "იქნება გაწერილი რამდენი თანხა სად ჩაიდება და როგორ".


ცნობისთვის, საინვესტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, 5 წევრისგან შედგება, მათ შორის, 4 უცხოელია, ერთი კი ქართველი. საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ოლივერ რუსო - საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმო ვიჰერკენტა - 2015 წლიდან არის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ რიდლის - აქვს 37 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და წლების მანძილზე იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე.


დავით წიკლაური, რომელსაც აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში, მუშაობდა საქართველოსა და „თიბისი ბანკებში“, ასევე Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში და ჟან-ფრედერიკ პოლსენი, რომელიც ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ფინანსებისა და ბუღალტერიის კურსის ლექტორია და 2017 წლიდან 2019 წლის 18 მაისამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი სხვადასხვა მიმართულებით. საბჭოს წევრები საქართველოში სრულს სამ დღეს დაჰყოფენ და 11 ივლისს დატოვებენ თბილისს.





ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...

„8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა“

„8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა“
access_time2020-06-03 14:00:55
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ამაზე კონკრეტული ნებართვა ექნება. სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას, რათა გახსნის ლიცენზია მიიღონ....

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ
access_time2020-06-03 10:53:08
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...


მსგავსი სიახლეები

up