საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას დღეიდან გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.
ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობა დღეიდან ოფიციალურად დატოვა.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 იანვრამდე იწარმოებს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.
შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ოლივიერ რუსსო შედიან, განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად „სხვა გეგმების ქონა დაასახელა.