საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

access_time2019-12-09 12:03:19

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან რამდნეიმე წუთის წინ გამართულ  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები,-განაცხადა სურგულაძემ.


ლევან სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.



ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ, - აცხადებს სურგულაძე.



საპენსიო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ რეფორმის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ,,საპენსიო სააგენტო მუშაობს გამართულად, ჩვეულ რეჟიმში, მისი ყველა ფუნქციონალი მუშაობს არსებითი შეფერხების გარეშე. ჩვენ გვაქვს შედეგები, რომელიც არის უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ ველოდით. რეფორმა მიმდინარეობს ნამდვილად წარმატებით. დღეის მდგომარეობით, პირველი იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული გვყავს 943 119 ადამიანი. - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.


საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში 60 ათასზე მეტი კომპანია არის ჩართული, საერთო საპენსიო შენატანები კი ნახევარ მილიარდ ლარს გადაცდა და მისი მოცულობა 508 366 659 ლარია. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10 ლარი და 56 თეთრია.


ის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. 2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, სურგულაძე დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ.






„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
access_time2020-09-24 10:15:56
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვა ინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა. მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში,...

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა

კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა
access_time2020-09-24 11:30:45
„კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და დაბალ პროცენტში, ვიდრე ორი კრედიტი და მაღალ პროცენტში,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი და პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას საკრედიტო რესურსების გაიაფებასთან დაკავშირებით. ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ...

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება

გიორგი გახარია - დღესაც, საქართველო მწვანე ზონად რჩება
access_time2020-09-24 11:00:18
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდება ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო.   „ჩვენ, ჩვენს...

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...


მსგავსი სიახლეები

up