საპენსიო სააგენტოს დირექტორი: „სააგენტო იქნება დიდი სახალხო საინვესტიციო ბანკი“

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: „სააგენტო იქნება დიდი სახალხო საინვესტიციო ბანკი“

access_time2018-10-07 19:00:05

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, სააგენტოს 2019 წლის დაფინანსება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში 1 მლნ ლარითაა განსაზღვრული, სავარაუდოდ, შეიცვლება. 

როგორც BM.ge-ის სურგულაძემ განუცხადა, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის შედეგენისას, ის სააგენტოს დირექტორად არ იყო დანიშნული, ამიტომ 1 მლნ ლარით საპენსიო სააგენტოს დაფინანსებაზე მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა. 

„მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში სამი მინისტრი შედის - ეკონომიკის, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები. შესაბამისად, მე პირველ რიგში, მათ წარვუდგენ მომავალი წლისთვის სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს და მას შემდეგ, როცა საბჭო დაამტკიცებს, დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს გადავუგზავნით“, - განმარტა სურგულაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, მოითხოვს თუ არა, სააგენტოსთვის 1 მლნ ლარზე მეტ თანხას. 

ლევან სურგულაძის თქმით, უკვე დამტკიცებულია საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი, მაგრამ ზუსტი რიცხვის დასახელება არ ისურვა. 

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, სააგენტოში მარტო მუშაობს და გუნდი არ დაუკომპლექტებია, თუმცა საშტატო ნუსხა 18 კაცითაა განსაზღვრული. 

„სააგენტოში შეიქმნება ყველა შესაბამისი სამსახური, სადაც სავარაუდოდ, თითო ადამიანი იმუშავებს, გარდა საოპერაციო სამსახურისა, რომელიც 5 კაცით დაკომპლექტდება, რადგან ეს სამსახური იქნება პასუხისმგებელი შენატანების კონტროლზე. მომავალი წლის 1 იანვრიდან, სააგენტო დაიწყებს საპენსიო შენატანების მიღებას. ჩვენი გათვლებით, 2 წელიწადში სააგენტოში 1 მლრდ 200 ათასი ლარის მობილიზებას შევძლებთ, ხოლო 5 წელიწადში კი - 5-6 მლრდ-მდე ლარს ვპროგნოზირებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული იმუშავებს ეკონომიკაში. საპენსიო სააგენტო არაა ჩვეულებრივი სააგენტო; ის იქნება დიდი სახალხო საინვესტიციო ბანკი, სადაც ბენეფიციარებს საკუთარ ანგარიშებზე დაუგროვდებათ თანხა, რომელსაც საპენსიო ასაკში გაიტანენ“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up