საპენსიო სააგენტოს დირექტორი  რკინიგზის  თანამშრომელს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი რკინიგზის თანამშრომელს შეხვდა

access_time2019-04-17 17:04:49


საპენსიო სააგენტოს დირექტორი საქართველოს რკინიგზის 200-მდე თანამშრომელს შეხვდა და საპენსიო რეფორმის დეტალებსა და ამ დროისათვის არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები საკმაოდ მნიშვნელოვანია , რათა დასაქმებულები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი დაგროვებითი საპენსიო სისტემის დადებითი მხარეებზე.
დაახლოებით 8 წელი ვიყავი რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამიტომ საკმაოდ ემოციური იყო რკინიგზის თანამშრომლებთან შეხვედრა. ვუპასუხე მათ კითხვებს რეფორმის შინაარსის, მისი სიკეთეებისა და ტექნიკური საკითხების შესახებ. კითხვები ასევე შეეხო უსაფრთხოებას და რისკებს და მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და საპენსიო სააგენტო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სქემაში ჩართული ადამიანების ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას. ამასთან საპენსიო რეფორმა მოწინავე დასავლურ სტანდარტებს ეფუძნება და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკმაოდ მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს მონაწილეთათვის.საპენსიო სააგენტო ყოველთვის მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის ,-განაცხადა ლევან სურგულაძემ.



როგორც საქართველოს რკინიგზის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ნინო ჩხაიძემ განმარტა, კომპანიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოწვევა დასაქმებულების მხრიდან კითხვების სიმრავლის გამო გადაწყვიტა.


საქართველოს რკინიგზაში 12 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათ საკმაოდ ბევრი კითხვა ჰქონდათ სქემაში ნებაყიფლობით გაწევრიანებაზე, რეფორმის დადებით მხარეებსა და ტექნიკურ დეტალებზე ამიტომ დავუკავშირდით საპენსიო სააგენტოს და დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენმა თანამშრომლებმა არსებულ კითხვებზე უშუალოდ სააგენტოს დირექტორისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხები,-განაცხადა ნინო ჩხაიძემ.


ცნობისთვის, ამ ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში, 49 000 კომპანიაა უკვე ჩართული და 740 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 165 მლნ ლარია , ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 680 000 ლარს შეადგენს.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up