საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ბაზაში უკვე 10 ათასზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ბაზაში უკვე 10 ათასზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

access_time2019-01-21 09:55:42

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ იმედი LIVE-ის ეთერში რეფორმის სისტემურ მუშაობას ილაპარაკა. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა რაც ამ მომენტში დგას, ეს არის მოსახლეობის ინფორმირებულება.


„ყველა არხით ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას. არსებობს ვებგვერდის ორი ფორმა, მარტივი და დეტალური. თუ დეტალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოქალაქეს ექმნება პრობლემა, მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი“, - განმარტავს ლევან სურგულაძე.


მისი თქმით, რეფორმის ამოქმედებიდან უკვე 10 ათასზე მეტი კერძო კომპანია დარეგისტრირდა ბაზაში, ხოლო სახელმწიფო კომპანიების რეგისტრიაცია 20 იანვრიდან დაიწყება.



სააგენტოს დირექტორმა რისკებზე, ინფლაციაზე და ნდობაზე ილაპარაკა. „სამიზნე ინფლაციია 3%. დაახლოებით თქვენ რასაც ზოგავთ, ოთხმაგი გეზოგებათ. ის რომ ინფლაციამ, მაგალითად პროცენტნახევრიანმა, ეს დამატება და მოგება ამოჭამოს ამას 200 წელი სჭირდება. ინფლაცია იზრდება მაშინ, როდესაც ხალხს ფული უჩნდება, შესაბამისაც თუ ინფლაცია გაიზარდა ესეიგი ხელფასებიც წაყვა და შესაბამისად დანაზოგიც გაიზარდა“, - განმარტავს სურგულაძე.


„თქვენი საპენსიო დანაზოგები არის ყველაზე მეტად დაცული აქტივი ვიდრე სხვა ნებისმიერი აქტივი, - ვიდრე სახლი, მანქანა და ა.შ. კანონში პირდაპირ წერია, რომ მას ვერ შეეხები, სულ რო ბანკის ვალი გქონდეთ“, - აღნიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.


დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების საფუძველზე, ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.


2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up