საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა.

access_time2019-10-10 10:55:07


საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა. ლევან სურგულაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო სააგენტოს დაფუძნების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებული სამუშაოები.


როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საპენსიო სააგენტოს დებულება, 5 წლის ვადით კი კონკურსის წესით შეირჩა საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძემ დეპუტატებს თანმიმდევრულად გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები: ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, საშტატო განრიგი, სააგენტოს ოფიციალური ატრიბუტიკის შექმნა. სააგენტოს მიერ შემუშავებული საპენსიო შენატანების მიღებისა და ადმინისტრირების მოდელი, მეთოდოლოგია, პროცედურები და ტექნიკური გადაწყვეტის პროექტი.


ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტომ ასევე შეიმუშავა ინსტრუქცია დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულების, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების გახსნის, მართვისა და ოპერირების წესები და პირობები და სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების წესი. საპენსიო სააგენტოში შეიქმნა ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.


31 დეკემბერს საპენსიო სააგენტო მზად იყო 1 იანვრიდან ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის იმპლემენტაციისთვის. საპენსიო სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ 10 კომერციულ ბანკში გახსნა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და გააფორმა შესაბამისი, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები. აიწყო ელექტრონული კავშირი სამოქალაქო რეესტრსა და სახელმწიფო ხაზინასთან. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტმა ჩაატარა შეხვედრები არასამთავრობო, სამთავრობო, მედიის, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი აზრის ლიდერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამოქმედდა საპენსიო სააგენტოს ოფიციალური და ფეისბუქ-გვერდები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა ინფორმაციულ ანიმაციური რგოლი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო საააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებტან მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან.


ლევან სურგულაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის, ერნსტ&იანგის საქართველოს მიერ საპენსიო სააგენტოს შესახებ მომზადებული დასკვნა არის შემდეგი: ,,წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს „სააგენტოს ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახრსების მოძრაობას ამავე თარიღით დასრულებული პერიოდისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს) შესაბამისად.





„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up