საპენსიო სააგენტომ შესაძლოა ენერგეტიკაში ჩადოს ინვესტიცია

საპენსიო სააგენტომ შესაძლოა ენერგეტიკაში ჩადოს ინვესტიცია

access_time2019-07-08 23:06:20

საქართველოს საპენსიო სააგენტომ შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის დაფინანსება დაიწყოს. ამის შესახებ დღეს საპენსიო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ენერგეტიკის გარდა ასეთივე მიმზიდველი შეიძლება იყოს ტელეკომუნიკაციებისა და ლოგისტიკის სექტორები.

 

"ჩემი აზრით, საქართველოში არის მომგებიანი სექტორები, საიმედო სექტორებიც. ასეთი არის მაგალითად ენერგეტიკა, სატელეკომუნიკაციო სექტორი, ლოგისტიკური სექტორი, საბანკო სექტორიც მათ შორის. ჩემი აზრით, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა სავსებით მისაღწევია, რომ იყოს კარგი ამონაგები და დაბალი რისკი", - ამბობს სურგულაძე.

 

დღესვე საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრები წარადგინა. 5 კაცისგან დაკომპლექტებულმა ბორდმა საინვესტიციო დოკუმენტი უნდა შეიმუშავოს, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერი ინვესტირების პროცესში გამოიყენებს.


 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 831,000 ადამიანის 233 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო შენატანები არის დაცული.

 

ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, სქემა გაწევრიანებულთა 13%-მა დატოვა, მათი უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის წარმომადეგენელია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად გაწევრიანდა ყველა, ვინც ხელფასს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე იღებს. საპენსიო სააგენტოში ყოველთვიურად ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2% მოქალაქის საშემოსავლო გადასახდს წარმოადგენს, 2%-2% კი დასაქმებული და დამსაქმებელი რიცხავენ. სისტემის დატოვების უფლება მხოლოდ 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა ვალდებულებას წარმოადგენს.

 

 

BMG





ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up