საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, „დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით - 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა“.
„საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.