საპენსიო აქტივების პორტფელის ზომამ 951 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 698 მილიონი ლარი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 222 მილიონი ლარი მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 31 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9 000-ზე მეტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.