საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დანერგავს

საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დანერგავს

access_time2020-06-08 17:32:13

საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს დანერგავს ISO/IEC 27001 და საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობის დადგენას შეეცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოში არსებული ინფორმაცია სრულად არის დაცული და კონფიდენციალობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობა გააჩნია. ამ მიზნის განსახორციელებლად, საპენსიო სააგენტოში უსაფრთხოების ოფიცერი დაინიშნა.


„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და შესაძლებლობა მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარებაში. აღნიშნული მიმართულება დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენი მთავარი მიზანი ISO/IEC 27001 საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადობაა, რაც ქართული ორგანიზაციისთვის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სულ რამდენიმე ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც აქვს მიღწეული. ISO/IEC სტანდარტი. 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტი და მასთან თავსებადობა იქნება იმის ცალსახა აღიარება, რომ საპენსიო სააგენტოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ძალზედ მაღალი სტანდარტი გააჩნია. ამ ყველაფრისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოს ხელმღვანელობის მხარდაჭერა, ვინაიდან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა სწორედ მენეჯმენტის მხრიდან ჩართულობას და მიმდინარე პროცესების სრულყოფილ ხედვას ეფუძნება. ამ მხრივ სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჭიჭინაძის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს და შესაბამისად, მჯერა, ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს.“- ამბობს შალვა შალამბერიძე



შალვა შალამბერიძეს აქვს ექვსწლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. 2013-2020 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში, უსაფრთხოების დეპარტამენტში, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა, მისი აქტიური მონაწილეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISO 27001). ასევე, მისი უშუალო ჩართულობით მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა განხორცილდა (DLP). შალვამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (2015), ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციის ინჟინერის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა (2017). ამჟამად, ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up