საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.1 მილიარდ ლარს შეადგენს. დარიცხული სარგებელი კი 277 მლნ ლარია. საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა ოდენობა 1 მილიონ 245 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,438-მა ადამიანმა ისარგებლა.
მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები ცხრა კომერციულ ბანკშია განთავსებული. ფონდის მოგება ფონდის გაშვების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე 32%-ია, რაც ანალოგიური პერიოდის ინფლაციას (24.8%) 7.2% აღემატება. ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.6%.
1tv.ge