საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა

access_time2020-09-28 16:20:04

დღეს, საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სააგენტოში არსებული სტატისტიკა მოწვეულ სტუმრებს გააცნო. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ ვრცლად ისაუბრა საინვესტიციო პროცესებზე, ხოლო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო ონლაინ ჩაერთო.


ასევე, დოკუმენტი შეაფასა ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ. მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. ეს პოლიტიკა, კანონთან და რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ საინვესტიციო პორტფელი გახდეს გაცილებით დივერსიფიცირებული და მიმართული გრძელვადიან რეალურ ამონაგებზე. საპენსიო სააგენტოს მიზანია, შეინარჩუნოს დაბალრისკიანი პორტფელი და ამავდროულად მიიღოს რაც შეიძლება მაღალი რეალური ამონაგები. არსებული საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ, მას უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე ინფლაციას 2.3-ჯერ აღემატება.




„საქართველოს ეროვნული ბანკი არის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი, რაც შეეხება თავად საინვესტიციო დოკუმენტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას. ჩვენ დეტალურად შევაფასეთ ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში, ჩვენი შეფასება არის დადებითი, ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც. ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს, ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. თუ როგორ იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით. საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან“ - აცხადებს სალომე სხირტლაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up