თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

access_time2019-05-20 18:00:16

„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“ ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში.


როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე განმარტებით,  მნიშვნელოვანია საპენსიო ანარიცხების  სწორად განთავსება, რაც  სააგენტოს მხრიდან  თავისი ვალდებულების  უზრუნველყოფის  საფუძველი გახდება. ასევე ეს რეფორმა მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. 

 

თუ რესურსების განკარგვა  არამიზნობრივად, არასწორად მოხდა, მაშინ რეფორმის წარუმატებლობის რისკი ნამდვილად არსებობს. საპენსიო ფონდის თანხები განთავსებული უნდა იყოს როგორც  საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივებში, რაც  საპენსიო ფონდის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოს ეკონომიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზუსტად ეს სისტემა მოქმედებს, განსხვებაა ის, რომ იქ საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია,“  აცხადებს ბასილია.

 

ფინანსისტი იმედოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა საზოგადოება უფრო მეტად მიხვდება საპენსიო სისტემის სიკეთეს, მასში ჩართვა  ნებაყოფლობითი გახდება. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საპენსიო  სისტემა  სიახლეს წარმოადგენდა, მისი სავალდებულობაც სავარაუდოდ, აქედან  გამომდინარეობს,“-აღნიშნავს ბასილია.


 

მისი განმარტებით, საქართველოში საპენსიო სისტემის დანერგვაზე მუშაობა წლების წინაც, ანუ მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მიმდინარეობდა. თუმცა, მისივე მტკიცებით, მაშინ ქვეყანა ასეთი რეფორმისთვის მზად არ აღმოჩნდა.

 

„თავის დროზე მეც ვმუშაობდი ამ თემაზე, გარკვეული კონცეფცია გვქონდა.  პატარ-პატარა ჯგუფები იყო შექმნილი კერძო საპენსიო ფონდებისგან. ყველანაირად ვუწყობდით ხელს, მაგრამ მაშინ ქვეყანა მზად არ იყო ფართომასტაბიანი საპენსიო რეფორმისთვის. მაშინ არ იყო ამის საფუძველი. პრაქტიკულად, ეს ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო და  რადგან ეს დღეს დაიწყო, ძალიან კარგია“-აღნიშნავს ბასილია.


ცნობისთვის: თემურ ბასილიასთან ვრცელ ინტერვიუს „კომერსანტი“ ხვალ  შემოგთავაზებთ.


სოფო ქსოვრელი 






რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up