საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხს  საკონსტიტუციო სასამართლო 7 მარტს განიხილავს

საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო 7 მარტს განიხილავს

access_time2019-03-06 09:00:38

2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო 7 მარტს განიხილავს. საუბარია, საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნაზე.


როგორც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, ეს იქნება პირველი სხდომა, თუმცა, რა ვადებში შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ამაზე საუბარი რთულია.


“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) იურისტის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, 7 მარტს გაიმართება სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, რაც გულისხმობს: 1) სასამართლოს მსჯელობას მიიღოს თუ არა წარმოებაში აღნიშნული საქმე და 2) რეფორმის შეჩერების შუამდგომლობის განხილვას.


„დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისთვის  აუცილებლად მიიღებს,  რადგან აშკარაა სადაო ნორმების შემხებლობა საკუთრების უფლებასთან მიმართებაში. ასევე ვდაობთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ გვაქვს საკმაოდ მყარი გარანტიები, რაც გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოებაში არმიღებას. რაც შეეხება შეჩერების ნორმებს, ვითხოვთ დამსაქმებლისა და დასაქმებულის 2-2 %-ის გადახდის ვალდებულების შეჩერებას,“  აღნიშნავს მარიკაშვილი.


როგორც ერთი თვის წინ მშვენიერაძე აცხადებდა,სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება, დიდი ალბათობით, რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეებს ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.



მისი განმარტებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.


შეგახსენებთ, სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად 2018 წლის სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.


2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 






აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up