OECD-ს კვლევით საქართველო ლიდერია - მცირე და საშუალო ბიზნესის რეალური პრობლემები - საპენსიო რეფორმა, „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება და ა.შ.

OECD-ს კვლევით საქართველო ლიდერია - მცირე და საშუალო ბიზნესის რეალური პრობლემები - საპენსიო რეფორმა, „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება და ა.შ.

access_time2019-07-03 16:30:47

 „საპენსიო რეფორმას ჯობდა 5 პროცენტით გაგვეზარდა საშემოსავალო გადასახადი და გამოგვეყენებინა პენსიის მოსამატებლად, ეს ისევ ადგილობრივ წარმოებასაც წამოწევდა. ფული ავიღოთ და დავდოთ თაროზე ან ქვეყნის გარეთ გავიტანოთ,  Apple-ის და  Google-ის აქციები ვიყიდოთ და ამერიკის ეკონომიკა განვანვითაროთ, საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს. გამოდის, რომ სახელმწიფო ისესხებს ამ ფულს  საპენსიო სააგენტოდან და ისევ   ბიუჯეტში მოხვდება.“ - მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე მიხელ ჭელიძე მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.



OECD-ს მიერ პარიზში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.



„კომერსანტი“ დაინტერესდა მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში არსებული რეალური მდგომარეობით და იმით, თუ რამდენად ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6 ქვეყანას შორის ლიდერის პოზიციის დაკავება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობას ქვეყანაში.


მცირე და საშუალო ბიზნესების ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამები სამეწარმეო გარემოს შესაქმნელად კარგია, თუმცა არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც ბიზნესის წარმომადგენლებს ტვირთად დააწვათ და სახელმწიფოს მხრიდან უნდა დარეგულირდეს. მისივე თქმით, ეს საკითხებია პირველ რიგში საპენსიო რეფორმის შემოღება, „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება და წინასწარი დეკლარირების სისტემის გაუქმება.


„საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აუმჯობესებს სახელმწიფო ამ კუთხით  თავის პოლიტიკას და კარგია, რომ დადასტურდა ამ კვლევითაც, რომ წინსვლა გვაქვს. სამეწარმეო გარემო კარგია ქვეყანაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც კარგია, სახელმწიფო პროგრამებიც გვაქვს ქვეყანაში...




მაგრამ ბიზნესისთვის რამდენიმე ძირითადი პრობლემა იკვეთება და ერთერთია საპენსიო რეფორმის შემოღება. თუ ევროპისკენ მივდივართ, ბუნებრივია, რეგულაციები მეტი და მეტი შემოვა, რომელიც ბიზნესს ხარჯებს გაუზრდის ან რაღაც შეფერხებას გამოიწვევს. რეგუალციის შემოღება დაფიქრებულად, გარდამავალი პერიოდების შემდეგ და გაფრთხილებებით უნდა ხდებოდეს. ამ რეფორმის სარგებელს მე ბიზნესისთვის ვერ ვხედავ, მათ მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტი 4 პროცენტით გაეზარდათ. ჩემი აზრით, საპენსიო რეფორმა საქართველოში არც უნდა მიღებულიყო, არ ვართ მზად, ჩვენ არასტაბილური ვალუტა გვაქვს და 30 წლის მერე ეს ლარი რამდენად შეძლებს ამ ინფლაციას მოერიოს, ჯერ კიდევ გასარკვევია. ასევე რამდენად გაუძლებს საპენსიო ფონდის ძვრადღირებული ექსპერტების ხელფასებს და მერე რამდენად დარჩება  თანხა პენსიონერისთვის ღირსეული პენსიის გადასახდელად. მგონია, რომ მსოფლიო ფინანსური სისტემა გადაიხედება და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ლარი.  ამას სჯობდა საშემოსავლო გადასახადი 25 პროცენტი გამხდარიყო და დღევანდელ პენსიონერებს მომატებოდათ ეს თანხა და ,შესაბამისად, გაეზრდებოდა მომავალ პენსიონერებსაც.  ეს არის ირიბად გადასახადების აზრდა.



„ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გულისხმობს, რომ  218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა; ასევე, ყველა სხვა დანარჩენი ბიზნესისთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, გადახდის 15-დღიანი პერიოდი. ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ მრავალრიცხოვანი რეგულაციების შემდეგ მსხვილი და საშუალოს საწარმოებისთვის მსგავსი ცვლილება დიდი დარტყმა აღმოჩნდა და მთავარ პრობლემად ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესების არ გათვალისწინებას ასახელებს.



 „ოქროს სიის“ შეღავათებისა და წინასწარი დეკლარირების მოულოდნელად გაუქმებაც ძალიან ცუდი იყო და ამაშიც დიდ პრობლემას ვხედავ ბიზნესისთვის. ბიზნესები ამ სისტემას იყენებდნენ და დაგეგმილი ჰქონდათ საქმიანობა ამის შესაბამისად, უცებ მეორე დღეს კი გაიგეს, რომ ამას ვერ გამოიყენებენ.  როდესაც საქმე ნაღდ ფულს ეხება, უნდა აცადო ბიზნესს, რომ გადაწყობა მოახდინოს. მნიშვნელოვანი რეგულაციები შემოვიდა, “ოქროს სია“ და წინასწარი დეკლარირების სისტემა გაუქმდა, ამის გამო ბიზნესებს თანხების სესხება მოუწიათ. ის პათოსი, რომ ყველა გავაერთიანოთ და ყველას ერთი ვადა ჰქინდეს, ამას შეიძლება დავეთანხმოთ. მაგრამ ხომ შეიძლებოდა  გაეერთიანებინათ ყველა და მიეცათ 30 დღინი ვადა გადასახადისთვის.  დღეს გეუბნებინ,  რომ მოდი 5 დღეში გადამიხადე გადასახადი, როცა გათვლილი გაქვს ყველა შენი ხარჯი, ეს რთულია.



წინასწარი დეკლარირების სისტემას არავინ  ახსენებს და ეს უფრო პრობლემატურია.  როცა 15 დღეში იხდიდი იმპორტის გადასახადებს და ახლა 5 დღეში გადმოგიწიეს, ამას მცირე ბიზნესიც და საშუალო ბიზნესიც აქტიურად იყენებდა და რატომ შეიზღუდა ეს? რატომ მოიხსნა, აზრს ვერ ვხვდები.  მუშაობდა ეს სისტემა და გაიტესტა, რომ კარგია, თუმცა რა პრობლემა დაინახა სახელმწიფომ, რომ დაუყოვნებლივ ვადებში მიიღო მისი გაუქმების გადაწყვეტილება,  ამას ვერ ვხვდები უბრალოდ.



რაც შეეხება რუსეთისგან ტურისტულ ემბარგოს,  ბიზნესს ეს ცვლილებაც აუცილებლად დააწვება, მაგრამ რამდენად კატასტროფული იქნება შედეგი არ ვიცით. მოხმარება შემცირდება და ეს ბიზნესისთვის,რა თქმა უნდა, ცუდია. ძალიან რთული წელი გვაქვს, მნიშვნელოვანი რეგულაციები შემოვიდა ქვეყანაში და შეიქმნა ნაღდი ფულის დეფიციტი, ბოლო მოვლენების შემდეგ კი ეს დეფიციტი უფრო შესამჩნევი იქნება,“ - აცხადებს ჭელიძე

 

OECD-ს კვლევის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ 9 ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.



მარიამ მორგოშია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up