"საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დიდ კომპანიებს პრობლემები არ გვაქვს"

access_time2019-02-01 09:59:33

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებლად მისაღები იყო და ადამიანებმა უნდა დაიწყონ დანაზოგის გაკეთება. ამის შესახებ bm.ge წერს. 

 

მისივე განმარტებით, საპენსიო რეფორმის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები დიდ კომპანიებს არ ეხებათ და ძირითადი კითხვები მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს.

"მცირე და საშუალო კომპანიებს, რა თქმა უნდა, შეექმნებოდათ პრობლემა, ჩვეულებრივი ამბავია. დამატებითი ბიუროკრატიაა და შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ძალაა საჭირო; როდესაც დიდი კომპანია ხარ და 30 ბუღალტერი გყავს, პირობითად, უკვე შეიძლება გადაანაწილო და ერთს მიუჩინო ეს საქმე.

 დიდ კომპანიებთან ამ საკითხის დასმა არარელევანტურია, ჩვენთან ეს პრობლემა არ არის. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც ვიტყვი, საპენსიო რეფორმა ქვეყანაში უნდა იყოს, ეს მანამდეც უნდა ყოფილიყო და პირველ შედეგებს დღეს მივიღებდით.

 უნდა დავიწყოთ საიდანღაც, სხვანაირად არ შეიძლება. თუ როგორ უნდა დავიწყოთ და რა პრაქტიკა უნდა განვახორციელოთ, ეს უკვე განსხვავებული თემაა.

 ეს არის ის თემა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელი მოდელია უმჯობესი, თორემ საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდი რომ უნდა არსებობდეს, ორი აზრი არაა.


 არ შეიძლება ასე გაგრძელდეს და რაღაც დანაზოგებს არ ვქმნიდეთ, რომელიც დაგვიბრუნდება.

 უნდა დავიწყოთ და უნდა ვიყოთ მოქნილები; როცა პრაქტიკა დაგვანახებს, რომ პრობლემაა, უნდა შევცვალოთ, ეს პროცესია. არ შეიძლება რაღაც დოკუმენტი დავდოთ და ვთქვათ, რომ საბოლოოა და მის მიღებას წყალი არ გაუვა.

 ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩემი ფულია და ნუ მზღუდავ, მინდა დავზოგავ და მინდა - არა. ამან არ იმუშავა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში, რომ შენ ავალდებულებ ადამიანს დაზოგოს, სახელმწიფოს როლიც ეს არის", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმა საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა.



bm.ge




ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up