საპენსიო რეფორმას სისტემა მოუმზადებელი შეხვდა - საპენსიო სააგენტოს პასუხები ხარვეზებზე, რომელიც უკვე არსებობს და შეიძლება მომვალშიც შეიქმნას

საპენსიო რეფორმას სისტემა მოუმზადებელი შეხვდა - საპენსიო სააგენტოს პასუხები ხარვეზებზე, რომელიც უკვე არსებობს და შეიძლება მომვალშიც შეიქმნას

access_time2019-04-04 11:30:06

მე ვარ სალომე ლემონჯავა - „კომერსანტის“ ჟურნალისტი, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან საპენსიო რეფორმაში ავტომატურად ჩაერთო.


საპენსიო სისტემაში 2018 წლის იანვრის თვის ხელფასი პირად ანგარიშებზე ჩვენი გუნდის  ბუღალტერმა, დიანა ხოპშანიდმა, 11 თებერვალს  გადარიცხა; ამავე დღეს შეეცადა დაეხურა დეკლარაციაც, თუმცა უშედეგოდ. სისტემური ხარვეზი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ბუღალტერმა  შესაბამისი დეკლარაციის დახურვა 10 დღის შემდეგ, 21 თებერვალს მოახერხა. 


ყოველივეს ემატება ის გარემოებაც, რომ 21 თებერვლის ნაცვლად, ანუ როდესაც დეკლარაცია ავტომატურად დაიხურა და, შესაბამისად, საპენსიო ფონდის ფულადი შენატანების წევრიც უნდა გავმხდარიყავი, ჩემი მონაცემები აისახა 25 თებერვალს.


დავრეკე სააგენტოს ცხელ ხაზზე, სადაც ოპერატორმა პროცესი შემდეგნაირად განმიმარტა:


„21 თებერვალს შეივსო დეკლარაცია, ხოლო დახურვა მოხდა 25 თებერვალს. შესაბამისად თქვენც გაწევრიანდით 25-ში. თქვენი ბუღალტერი არ ვიცი რატომ ამტკიცებს სხვაგვარად. რაც შეეხება იმას, რომ 11 თებერვლიდან მოყოლებული 21-მდე ვერ მოახერხა დეკლარაციის დახურვა, ეს აბსურდია. შესაძლოა ერთი-ორი დღე სისტემური ხარვეზი მართლაც ყოფილიყო, მაგრამ არარსებულია, რომ ამდენხანს გაჭიანურებულიყო“.


დიანა ხოპშანიდი გვიყვება, რომ მსგავსი პრობლემა შეიქნა ყველა თანამშრომლის შემთხვევაში და ჩვენი კომპანია გამონაკლისი არ არის. მისი ინფორმაციით, სისტემა ზოგადად გაუმართავია და ყოველდღიურად არაერთი პრობლემა იქმნება:


„ფაქტია, საპენსიო რეფორმას ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა. მეტიც, ხარვეზია საკანონმდებლო დონეზეც - საბიუჯეტო და საბანკო რეკვიზიტების მიმართულებით, რადგან მთელი ის პერიოდი, 2019 წლის 11 თებერვლიდან 21 თებერვლამდე შუალედი, პირადად თქვენ დაკარგეთ დეპოზიტები. უცნობია, მოხდება თუ არა აღნიშნულის ანაზღაურება. საერთოდ არ ჩანს ეს არსად და სავარაუდოდ არც მოხდება“.


რაც შეეხება უშუალოდ სისტემურ ხარვეზებს, ბუღალტერი დარწმუნებულია, რომ პირველივე დღიდან ვებ-გვერდი გაუმართავად მუშაობს, რის გამოც ზარალდება დამსაქმებელიც და დასაქმებული. კერძოდ:


•         მუდმივად იქმნებ(ოდ)ა პრობლემა საიტზე მუშაობისას, კერძოდ, საიტი მუშაობს შეფერხებით, და/ან საერთოდ უფუნქციოა.. (განსაკუთრებით იანვარი-თებერვლის თვეებში );


•         ვერ ხერხდებ(ოდ)ა მონაცემთა იმპორტი ...;


•         ხელფასის გაცემისთანავე ფონდში გადარიცხული თანხა, რიგ შემთხვევაში საერთოდ არ გვიჩანდა ბალანსზე...


კიდევ ერთი პრობლემა, რაც საპენსიო რეფორმას უკავშირდება, ეს არის განაცხადის საკითხია:



„საპენსიო სქემაში ჩართული პირი აუცილებლად პირადად უნდა მივიდეს (ან მინდობილობით) და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ დანაზოგზე უარს ამბობს - სამწუხაროდ, არაა საიტზე განცხადების დაწერა შესაძლებელი. მით უმეტეს, რომ ნებაყოფლობით ჩართვა სქემაში ელექტრონულად მიეთითება და სქემაში ნებაყოფლობით  ჩართვის მსურველს არ აქვს ვალდებულება ადგილზე დაწეროს განცხადება/გამოხატოს კეთილინება სქემაში ჩართვაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურ ბარიერს ქმნიან .. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ სქემის დატოვების მსურველი საკმაოდ ბევრია, მაქსიმალურად ცდილობენ იძულებით დატოვონ სქემაში დასაქმებული“,- განმარტავს დიანა ხოპშანიდი.


ამ გაურკვევლობის გასარკვევად „კომერსანტი“ კვლავ საპენსიო სააგენტოს დაუკავშირდა. ჩვენ უწყებას დავუსვით ყველა ის შეკითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენი ბუღალტერის და მის მსგავსად კიდევ ბევრს, მათ შორის მეც, პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა.


Ø  რატომ მუშაობს სისტემა გაუმართავად და როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი?


Ø  10 დღის განმავლობაში ბუღალტერმა რომ დეკლარაციის დახურვა და, შესაბამისად, თანხის აღრიცხვა ვერ მოახერხა, ამ დროს პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?


Ø  დაუბრუნდება თუ არა დასაქმებულს მიმდინარე 10 დღის განმავლობაში (ანუ როდესაც სისტემური ხარვეზი იყო) დაგროვილი დეპოზიტები?


Ø  რა პრობლემები ექმნებათ კერძო კომპანიებს დეკლარაციების განთავსებით?


Ø  საქართველოს მოსახლეობის 1\3 40 წელს გადაცილებულია. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, როდესაც სამ თვეში დაგროვილი თანხის გამოტანის შესაძლებლობა დაიწყება, რამდენად იქნება მზად საპენსიო სააგენტო უკან დააბრუნოს თანხა და ხომ არ შეიქმნება პრობლემა საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან და საბანკო დეპოზიტების რეგულაციასთან ?


Ø  სისტემაში არსებული ხარვეზები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზთან გვქონდეს საქმე?


Ø  როგორ ფიქრობთ ხელისუფლება და საპენსიო ფონდი მომზადებული შეხვდა რეფორმის ამოქმედებას?


საქართველოს საპენსიო სააგენტოს პასუხი:


„შეუძლებელია, რომ მთელი 10 დღის განმავლობაში ბუღალტერს დეკლარაცია ვერ დაეხურა სისტემური ხარვეზის გამო. ეს არის გამორიცხული. ამის რეალური მიზეზი იქნება ის, რომ კონკრეტული პირის მონაცემების შევსებისას რაიმე ინფორმაციას არასწორად უთითებდა, მაგალითად ასაკი, პირადი ნომერი და ა.შ.


ზოგადად ხარვეზი არის მინიმალურ დონემდე დაყვანილი და, შესაძლოა, მაქსიმუმ ერთი დღე იყოს რაიმე დაბრკოლება. თუმცა, იმდენად გამართულია ზოგადად მთელი პროცესი, რომ სრულიად გამოვრიცხავთ მნიშვნელოვანი სირთულის ალბათობას.


რაც შეეხება დეპოზიტების ნაწილს, ანუ იმ 10 დღის განმავლობაში დაგროვილ თანხას, ბუნებრივია არ აისახება. ყველაფერის აღრიცხვა ხდება მას შემდეგ რაც დაიხურება დეკლარაცია“,- განმარტავენ უწყებაში.


სააგენტოს ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულ პირებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება - არც ტექნიკური და არც საკანონმდებლო, და 3 თვის შემდეგ თანხის უკან დაბრუნებას უპრობლემოდ შეძლებენ. სააგენტოს წარმომადგენლობა დარწმუნებულია, რომ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებს და ყველა მსურველს თანხას დაუბრუნებს.


„რა თქმა უნდა, მზად ვართ და გაგვაჩნია რესურსიც, რომ  ყველა მსურველს დავუბრუნოთ თანხა. თქვენ ასევე გვკითხეთ, კერძო კომპანიებს შეექმნებათ თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა სისტემის გამოყენებისას - არა. ყველაფერი გამჭირვალეა და თუ რაიმე უმნიშვნელო ტექნიკური გაუგებრობა მოხდა, ინტერაქციის ფარგლებში ყველაფერი ავტომატურად გვარდება.


რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფიზიკური პირი დანაზოგზე უარის თქმის შემთხვევაში ადგილზე მოდის და წერს განცხადებას, ეს ვალდებულება არის აუცილებელი. საქმე ეხება ფინანსურ ოპერაციებს, რისი ელექტრონული დადასტურება არასაკმარისია. თანაც, ორი თვის ვადა აქვს და როცა უნდა მაშინ მოვა ან მინდობილობას გამოაგზავნის.


ყველა ამ გარემოების გამო, ვფიქრობთ, საპენსიო სააგენტო და ხელისუფლება სრულიად მომზადებული შეხვდა საპენსიო რეფორმას“,- აცხადებენ სააგენტოში.


-         თქვენი პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, „კომერსანტის“ ბუღალტერი, ან სხვა კომპანიების წარმომადგენლები ტყუიან,, როდესაც ამბობენ, რომ 10 დღე (ხშირად უფრო მეტ დროსაც ასახელებენ) სისტემური ხარვეზის გამო დეკლარაცია ვერ დავხურეთო...


არ ვიცი მოიტყუა თუ არა, მაგრამ ფაქტია, ეს არის შეუძლებელი და გამორიცხული. შეეშალა ეტყობა გარკვეული მონაცემების შევსება. ამ მოცემულ დროში უამრავმა კომპანიამ მოახერხა ანალოგიური ოპერაციის წარმატებით დასრულება, - ამბობენ სააგენტოში.


საპენსიო სააგენტო ყველა იმ გაუგებრობას, რომელიც სისტემაში შესვლისას გვხდება მარტივად ხსნის და ამტკიცებს, რომ პრობლემა არაფერშია. მხოლოდ უმნიშვნელო დაბრკოლებებია. ამასობაში პროცესებით უკმაყოფილო კერძო კომპანიების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, რაც დაახლოებით 2-3 თვეში სავარაუდოდ ყველა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას ობიექტურ პასუხს გასცემს.



სალომე ლემონჯავა




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:00:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up