საპენსიო რეფორმა რეფორმეტრის ფარგლებში შეფასდა

საპენსიო რეფორმა რეფორმეტრის ფარგლებში შეფასდა

access_time2017-10-14 11:20:35


რეფორმეტრის ფარგლებში საპენსიო რეფორმის პირველი შეფასება გაიმართა. შეხვედრას შემფასებელთა ჯგუფის როლში რამდენიმე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, კერძო და საჯარო დაწესებულებების და სამეცნიერო ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯგუფმა რეფორმას 10 მაქსიმალური ქულიდან 3,97 დაუწერა, რაც, ამ ეტაპისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ყველაზე უარყოფითად დაინტერესებულმა პირებმა საპენსიო სისტემის არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ისინი არც საპენსიო რეფორმის პროგრესით არიან კმაყოფილები. საერთო განწყობა მოსალოდნელ შედეგებზე კი შედარებით პოზიტიურია.

 

 width=511



შეხვედრას ასევე რეფორმის განმახორციელებელი უწყებების, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის, წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით შემუშავებულია რეფორმის კონცეფცია, რომელიც მოიწონა მთავრობამ და სულ მალე კანონპროექტის სახით გამოქვეყნდება. უკვე განისაზღვრა საპენსიო სისტემის ფუნქციონირების წესები და მოხდა მარეგულირებელი ორგანოს იდენტიფიცირება. ასევე, შემუშავებულია აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ მოთხოვნები.


კანონპროექტის გამოქვეყნებას დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლები მოუთმენლად ელოდებიან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ რეფორმის კონცეფცია უკვე მრავალჯერ შეიცვალა და მათთვის ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რას ითვალისწინებს კერძო დაგროვებითი სისტემა თუ სოციალური პენსიის ინდექსაცია.

 

შეხვედრაზე ასევე გაიჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოსაზრებამ, რომელიც რეფორმის მიმდინარეობას უკავშირდება, კერძოდ:

 

⦁ პროფკავშირების წარმომადგენლის აზრით, თუ საპენსიო რეფორმის მიზანი სიღარიბის შემცირებაა, მაშინ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ პენსიას, რადგან დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას, არაფორმალური დასაქმების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ინდექსაციის გეგმა მისასალმებელია, თუმცა მისი მიბმა მხოლოდ ინფლაციასთან ვერ მოემსახურება მთავარ მიზანს. მათი აზრით, სიღარიბის შემცირება ჩანაცვლების კოეფიციენტის ეტაპობრივი ზრდით მიიღწევა, ხოლო მხოლოდ ინფლაციასთან ინდექსირება კი, ჩანაცვლების ისედაც დაბალ, 18 %-იან მაჩვენებლს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შეამცირებს. ამიტომ, ინდექსაციის სხვა საშუალებები უნდა გამოიყენოს მთავრობამ


 

⦁ იგივე საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა ეჭვი იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურია საარსებო მინიმუმი და მისი გაანგარიშების წესი მაშინ, როცა სოციალური პენსიის დაკავშირება ამ უკანასკნელთან შეიძლება მოხდეს. როგორც მინიმუმ, აუცილებელია მეთოდოლოგიაში ცვლილებები, სამომხმარებლო კალათის შექმნა პენსიონერებისთვის და ამ ჯგუფისთვის ინფლაციის დაანგარიშება ცალკე.

 

⦁ გაჟღერდა უკმაყოფილება იმაზეც, რომ რეფორმა ძალიან გაჭინაურდა და მისი კონცეფციაც არაერთხელ შეიცვალა. ამიტომ საჭიროა დროული მოქმედებები, რათა ბიზნესსექტორი არ იყოს გაურკვევლობის რეჟიმში.

 

⦁ კომუნიკაციის დონით კმაყოფილნი არ არიან აქტივების მმართველი კომპანიები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დროულად მოხდეს მათი ინფორმირება ყველა ცლილებასთან დაკავშირებით. ისინი შიშობენ, რომ თუ მათ მცირე მოსამზადებელი დრო მიეცათ, ვერ შეძლებენ ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას.

 

⦁ გამოითქვა წუხილი იმაზეც, რომ ამჟამინდელი კანონდებლობით და საპენსიო რეფორმის კონცეფციითაც მკაცრად იკრძალება საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება ფონდთან და აქტივების მმართველ კომპანიებთან აფილირებული კომპანიების ფასიან ქაღალდებში, რაც პრობლემას ქმნის განუვითარებელი და მცირე მასშტაბის კაპიტალის ბაზრის პირობებში. სრული აკრძალვის ნაცვლად, სასურველია არსებობდეს ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირებაზე ანგარიშგების და საჯაროობის მკაცრი ნორმები, აგრეთვე, კანონმდებლობით დაწესებული ინვესტირების მკაცრი ზღვრები.

 

საპენსიო რეფორმამ რეფორმვერდიქტის, რომელიც გამოხატავს მთავრობის ერთიან შეფასებას, მცირედით შემცირება გამოიწვია. ის 4.68-დან 4.50-მდე შემცირდა.

 

 

reformeter.iset-pi.ge



საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი

საარსებო მინიმუმი გაიზარდა და ახლა 202,8 ლარია — საქსტატი
access_time2021-05-14 12:00:55
აპრილში საარსებო მინიმუმი წლიურად 3,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობამ 202,8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.   2021 წლის აპრილის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 2,8 ლარით გაიზარდა და 179,6 ლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა კი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 1,8 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის 1,5 ლარით არის...

#სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

  #სპონსორიაკროკობეთი - 1 000 000 ქართული სპორტის მხარდასაჭერად!
access_time2021-05-14 10:55:53
13 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კროკობეთის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო გუნდს, 2 ინვიდიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელს, საქართველოს BMW-ს კლუბს, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიებს ასპონსორებს, ღონისძიებას კი თითოეული გუნდის წარმომადგენელი და სპორტსმენი ესწრებოდა, რომლებმაც საზეიმო ვითარებაში მემორანდუმს მოაწერეს...

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7% -ით $ 65 მლნ-მდე გაიზარდა - ქვეყნიდან 28,3 მლნ-მდე ბოთლი გავიდა
access_time2021-05-14 12:30:00
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19%...

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა
access_time2021-05-14 13:00:50
კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა...

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“

„ციფრული ვალუტის შემოღება ბანკებს შეავიწროებს, თუმცა მათი ჩანაცვლება მარტივად ვერ მოხდება“
access_time2021-05-14 11:00:32
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ,...


მსგავსი სიახლეები

up