“ საპენსიო რეფორმა იძლევა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას“

“ საპენსიო რეფორმა იძლევა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას“

access_time2018-01-23 15:43:40

საპენსიო რეფორმა იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შესაძლებლობას,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა განვახორციელოთ.



ძალიან მარტივად რომ ვთქვა, დღეს თუ ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ შეფარდება საშუალო ხელფასისა და პენსიისა საქართველოში არის დაახლოებით, 18-დან 20%-მდე, ჩვენი ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში, აღნიშნული ჩანაცვლების კოეფიციენტი იყოს 40%-ზე მეტი. ანუ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ, იყოს შენარჩუნებული ე.წ. ბაზისური პენსია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს იმ პრინციპითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეა არის და მეორე მხრივ, იყოს დაგროვებითი პენსია, რომელიც დამატებით მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მეტი თანხა აიღონ საბოლოო ჯამში, საპენსიო ასაკში გასვლის დროს, ვიდრე უბრალოდ ეს იქნებოდა საბაზისო პენსია. რა თქმა უნდა, ზოგადად შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდეც სადისკუსიო ველი აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ 2017 წლის სექტემბერში გავიტანეთ პირველი დრაფტი საქართველოს მთავრობაზე. 2017 წლის სექტემბრიდან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ჩვენ დისკუსიებს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. პარლამენტიც ხომ იმისთვის არის, რომ კანონმდებლობაზე დისკუსია მოხდეს, - განაცხადა ქუმსიშვილმა.


ავტორი: ipn



„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა
access_time2020-02-27 16:40:54
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 17 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წლის განმავლობაში 60000 ლარი დაიხარჯა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შარშან უწყებამ ორჯერ შეისყიდა, განსხვავებული ღირებულებებით. პირველი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180019578), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 407874 ლარი იყო, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 50000 ლარი, 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up