„საპენსიო მომსახურებაზე ახალი ტენდერის გამართვას მივესალმებით“ - ვაჟა მენაბდე

„საპენსიო მომსახურებაზე ახალი ტენდერის გამართვას მივესალმებით“ - ვაჟა მენაბდე

access_time2021-11-26 11:55:25

„ლიბერთი ბანკი“ ყოველთვის მზად არის ჯანსაღი კონკურენციისთვის. ცხადია, ეს ეხება პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის მიწოდების მიზნით გამოსაცხადებელ ახალ ტენდერსაც“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო დროულად შემუშავდება ახალი ტენდერის პირობები, მით მალე ცხადი გახდება საკითხის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები როგორც „ლიბერთი ბანკის“, ისე სხვა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განახლებული სატენდერო პირობები დროულად უნდა შემუშავდეს და ტენდერი მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის სრული დაცვით უნდა წარიმართოს. სწორედ ღია ტენდერის გზით უნდა გამოვლინდეს, თუ რომელი კომერციული ბანკი დააკმაყოფილებს ყველაზე უკეთ სახელმწიფოს მიერ წამოყენებულ პირობებს. ეს არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება „ლიბერთისთან“ თუ სხვა კომერციულ ბანკთან, ეს კონტრაქტი.


ვნახოთ, რა პირობები იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, „ლიბერთი“ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სოციალური გასაცემლების ბენეფიციარებს საუკეთესოდ ვემსახურებით. გამომდიანრე იქედან, რომ კარგად ვიცნობთ ამ სერვისის სპეციფიკას. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ბანკში დაგროვილია აღნიშნული მომსახურების გაწევის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ასევე, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საუკეთესოდ შეგვიძლია ამ კონტარქტის მართვა მომავალშიც. რა თქმა უნდა, ეს აქვე გულისხმობს იმასაც, რომ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი კონკურენციისთვის ყოველთვის მზად ვართ“, - აცხადებს მენაბდე.

ვაჟა მენაბდემ ასევე განმარტა, რომ ე.წ. „საპენსიო სესხი“, თავისი ბუნებით, როგორც საბანკო პროდუქტი, არის ჩვეულებრივი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი.

„ბევრი და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რომ ე.წ. „საპენსიო სესხი“ არის არსაბაზროდ, შეუსაბამოდ და უსამართლოდ ძვირი და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სადღეისოდ ნებისმიერ კომერციულ ბანკთან შედარებით, ე.წ. საპენსიო სესხის კატეგორიის კრედიტზე (არაუზრუნველყოფილი 1000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი), „ლიბერთის“ საპროცენტო განაკვეთი არის საბაზრო, ხშირ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი.

აღნიშნული საკითხის ირგვლივ ბევრი კვლევა ჩატარდა. არსებობს მედიის და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხორციელებული მოკვლევების შედეგებიც. ცხადია, ჩვენც გვაქვს ჩვენი კვლევები და უნდა ითქვას, რომ ყველა შემთხვევაში „ლიბერთის“ განაკვეთი არათუ უსამართლოდ მაღალია, არამედ ამ კატეგორიის სესხებზე უფრო დაბალიც არის, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული განაკვეთები“, - აღნიშნა მენაბდემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up