„საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა“ - გიორგი ჭიჭინაძე

„საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა“ - გიორგი ჭიჭინაძე

access_time2020-07-01 18:30:38

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებზე და სარგებელზერაც ამ მომენტისთვის  საპენსიო რეფორმას გააჩნია ყველა მონაწილისთვის.


„ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა. საპენსიო სააგენტოს სქემიდან გამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდეა დასული გასული თვეების მანძილზე, ახლადჩართულ მონაწილეთა რაოდენობა რადიკალურად აღემატება სქემიდან გასულთა რიცხვს, რაც ხაზს უსვამს სანდოობის ზრდას და ეფექტურ მუშაობას. ასევე, პანდემიის დროს ხარისხიანი სერვისის მიწოდების გამო არ გვქონია არსებითი შეფერხება, ყველა პროცესი იყო მართული და დახვეწილი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ საიმედოა“ აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.


საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2020 წელი საპენსიო სააგენტოსთვის პროდუქტიული და წარმატებული იყო. რადგან სააგენტოში მოხდა ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დოკუმენტაცია, კონკურსის წესით დაინიშნა უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, ასევე, შეირჩა საინფორმაციო უსაფრთხოების ოფიცერი და მომავალი წლის განმავლობაში დაინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 მიხედვით. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე და უახლოეს პერიოდში ის გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თიბისისა და საქართველოს ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, კერძოდ მათ ინტერნეტ და მობაილ ბანკებში დაემატა საპენსიო დანაზოგების ნახვის ფუნქციონალი, გაუმჯობესდა და გაიმართა საპენსიო სააგენტოსა და ხაზინის სისტემას შორის სერვისები, კერძო სექტორის პორტალზეგანხორციელებული ტრანზაქციების ნახვის და კონტროლის ფუნქციონალი დაემატადა დასრულდა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის  შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.



დღეის  მდგომარეობით, საპენსიო საგენტოს დანაზოგი შეადგენს  - 832 მლნ ლარს, ხოლო დარიცხულიამონაგები - 58 მილიონლარამდეა. სქემაში ჩართულია 1,030,000 მონაწილე და 65,838 ორგანიზაცია. აქედან, კერძო სექტორიდან 798,121, ხოლო საჯარო სექტორიდან231,493 მონაწილე. კერძო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 445,306 შეადგენს, ხოლო ქალბატონების 352,815-ს. საჯარო სექტორიდან მამაკაცები - 140,553, ქალბატონები - 90,940-ს. 30 ივნისის მდგოამრეობით სულ სქემიდან გასულია რეგისტრირებული მონაწილეთა საერთო რაოდენობის 16%, ხოლო სულ გასვლის უფლების მქონე პირთა შორის გასულია მონაწილეთა 45%, ხოლო სქემაში დარჩა 55%, სულ სქემიდან 166,261 მოქალაქე გავიდა. საჯარო სექტორიდან გასულთა რაოდენობა სამჯერ ნაკლები მაჩვენებალია კერძო სექტორთან შედარებით.


30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოშისაპენსიო დანაზოგით ისარგებლა 343  მონაწილემ. აქედან, ასაკის საფუძვლით 175, შშმ პირის სტატუსით 142, ქვეყნის დატოვები საფუძვლით 1-მა და მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 25 ადამიანმა. სულ საპენსიო სააგენტომ სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ გადაიხადა240 ათას ლარზე მეტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up