საპენსიო ფონდს ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურება გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე საქართველოს ბანკის - ლევან სურგულაძე

საპენსიო ფონდს ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურება გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე საქართველოს ბანკის - ლევან სურგულაძე

access_time2021-10-14 10:00:04

საქართველოს საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარი “საქართველოს ბანკი” იქნება. მხარეებს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 1-ელ ოქტომბერს მოეწერა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საპენსიო სააგენტოს ქართულ საფონდო ბირჟაზე არსებულ ფინანსურ აქტივებში შეუძლია ინვესტირება.



საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე ამბობს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. თუმცა, მანამდე რა მოვალეობის შესრულება მოუწევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ ისაუბრა.



ლევან სურგულაძის თქმით, იქედან გამომდინარე რომ  საპენსიო სააგენტოს, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელების პროცესი არ დაუწყია და უახლოეს პერიოდში არც გეგმავს, დღეს სპეციალურ დეპოზიტარს „საქმე არ აქვს“.




„დღეს სპეციალურ დეპოზიტარს საქმე არ აქვს. ის ფული რაც ბანკს დეპოზიტზე უდევს ისედაც იცის და ითვლის კიდეც და სარგებელსაც არიცხავს სპეც დეპოზიტარის მოვალეობაა შეინახოს და აღრიცხოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, როგორც წესი, დემატერიალიზებული ფორმით არსებობს და ფიზიკური შენახვა არ ესაჭიროება. ისინი აღირიცხებიან შესაბამისი რაოდენობით და ღირებულებით  და ინახებიან ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ის საქართველოს ბანკმა უნდა შეიძინოს ან შეიძინა. ასეთი ფუნქციონალობის სისტემა  უკვე აქვს ეროვნულ ბანკს და ცენტრალურ დეპოზიტარს. თუ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება არ მოხდება, სპეც დეპოზიტარის მიერ არც შესანახი იქნება რამე და არც აღსარიცხი. რა თქმა უნდა, საპენსიო სააგენტოს, რომელიც, კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსებიდან საპენსიო ფონდიდან მიღებული თანხით დაფინანსებაზე გადადის, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების ღირებულების გადახდა.


თავდაპირევლად როდესაც მოლაპარაკებებს ვახორციელებდით საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა შეექმნათ ცალკე დეპარტამენტი, უნდა მომხდარიყო შესაბამისი სისტემის შეძენა და ინფრასტრუქტურის შექმნა რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი რატომ არ მისცეს ეს ფუნქცია ცენტრალურ დეპოზიტარს, რომლის მომსახურებაც გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკის მომსახურება ღირს. ცენტრალური დეპოზიტარი უკვე აღჭურვილია შესაბამისი სისტემებით და 20 წლიანი მუშაობის გამოცდილებაც აქვს“,  აღნიშნავს ლევან სურგულაძე.



სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი საპენსიო სააგენტომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გამოაცხადა, მასში მონაწილეობა სამმა ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო: “Central Depository of Armenia OJSC”; “ საქართველოს ბანკი”; “ თიბისი ბანკი”. თუმცა საპენსიო სააგენტოს სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი 2020 წელს ჩაიშალა. სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ წინა წლის იანვრიდან მიმდინარე ტენდერი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 29 სექტემბერს შეწყვიტა. გაჭიანურებულ პროცესს თან დაერთო მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ფინანსურ ინსტრუმენტებში არსებული შეზღუდვები მოიხსნა.



აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს შექმნიდან (2019 წ) 5 წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში შეეძლება. ასეთ პორტფელად კი მთავარმა საინვესტიციო დოკუმენტმა შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა - უცხოური აქციები (15%), საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%) და დეპოზიტები (60%). 2023 წლიდან კი, საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ - სად ინვესტირდეს მათი თანხა - დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში.


ნინო თამაზაშვილი




თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up