ვინ განახორციელებს საპენსიო ფონდის თანხებით ინვესტიციებს და სად ჩაიდება ჩვენი ფული - ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები კომერსანტზე

ვინ განახორციელებს საპენსიო ფონდის თანხებით ინვესტიციებს და სად ჩაიდება ჩვენი ფული - ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები კომერსანტზე

access_time2019-02-25 11:00:45

„ჩვენს მიერ შექმნილი სისტემა არის გარანტია იმისა, რომ საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა კარგად იქნება ინვესტირებული და მაღალ სარგებელს მოუტანს სახელმწიფოს,“ - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა საპენსიო რეფორმას რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“.



“საპენსიო რეფორმაზე, რამდენიმე წელი ვმუშაობდით. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული სისტემა მსოფლიოში. ჩვენთან ამ სისტემის შექმნაზე საერთაშორისო მასშტაბის დონის სპეციალისტები მუშაობდნენ. ერთი ექსპერტი გაეროს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელია, რეფორმის გაშვებიდან დღე და ღამე ერთად ვმუშაობდით და ერთად დავასრულეთ პროექტის დიზაინიც.


საპენსიო რეფორმა წარმოადგენს მეორე კერძო დაგროვებით სვეტს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პიროვნება თავად აგროვებს ფულს, რათა ჰქონდეს ღირსეული და მაღალი პენსია. ამ მხრივ, სახელმწიფო საკმაოდ გულუხვია, რადგან თუ ეფექტური შენატანი 1,6%-ია, სახელმწიფოს შენატანი 2,8%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად თუ ადამიანს 1000 ლარი აქვს ხელფასი და ფონდში 16 ლარი შეაქვს, ეს თანხა მომენტალურად 60 ლარად გარდაიქმნება. ჩვენ გვაქვს შექმნილი სისტემა, რომელიც იმის გარანტიაა, რომ ეს შენატანი კარგად იქნება ინვესტირებული და მაღალ სარგებელს მოუტანს სახელმწიფოს.



დღეს მოქმედი საპენსიო სისტემა უსამართლოა. იგი საშუალო ხელფასის 20%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა ევროპულ ქვეყნებში 60%-ზე მეტია. მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ასეთი სოციალური ტიპის შემწეობის პენსიით ვერ მიიღწევა სამჯერ მეტი პენსიის მაჩვენებელი. ამიტომ ჩვენ გვინდა მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა, როცა არსებულს ვუმატებთ კერძო დაგროვებითს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაიმართოს ჩვენი სისტემა, - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ საპენსიო რეფორმის ეს სისტემა ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე.



სახელმწიფო 2,8%- ს აბრუნებს პიროვნების ინდივიდუალურ ანგარიშზე. ეს არის ისეთივე საკუთრება, როგორც ბინა ან საბანკო ანგარიში. შინაარსობრივად ეს საგადასახადო ტვირთის შემცირებაა. ხშირად იყო საუბარი იმაზეც, არის თუ არა იგი გადასახადი. ჩვენ, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის გადასახადი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველამ აღიქვას იგი არა გადასახადად, არამედ დანაზოგად. ეს ნამდვილად არის მომავალი კეთილდღეობის გარანტი.


საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა საინვესტიციო რესურსია. მას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და დიდი პერსპექტივები გააჩნია. ჩვენი სისტემით, საპენსიო ფონდის თანხებით ინვესტიციები განხორციელდება გამოცდილი საინვესტიციო მენეჯერების მიერ, რომლებიც იქნებიან არსებული აქტივების მმართველებად დაქირავებულები. სახელმწიფოს ამ თანხებთან შეხება არ აქვს. ჩვენ არ ვიცით სად ჩაიდება იგი, მაგრამ ვიცით, რომ კვალიფიციური პროფესიონალები იქნებიან ამ აქტივების მმართველები, მათ ეს საქმე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით აქვთ განხორციელებული,“ - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.


კომერსანტი





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up