საპენსიო ფონდის ფუნქციონირებაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯა, სარგებელი 16 მილიონი ლარია

საპენსიო ფონდის ფუნქციონირებაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯა, სარგებელი 16 მილიონი ლარია

access_time2019-12-27 12:25:09

2018 წლის აგვისტოში შექმნილი საპენსიო ფონდში მობილიზებულ თანხებზე დარიცხული სარგებელი 16 მილიონ ლარს აღემატება. ამავე პერიოდში ფონდის ფუნქციონირებაზე ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.


მიმდინარე წლის 24 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული თანხა 491 მილიონ ლარს აღემატება. რაც შეეხება ამ თანხაზე დარიცხულ სარგებელს ტაბულას ფონდის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ნამატი 16,186 ლარს შეადგენს.


ამავდროულად, საინტერესოა რა თანხა დაიხარჯა სააგენტოს ფუნქციონირებაზე არსებობის პერიოდში. 2018 წელს სააგენტოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 377 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო წელს 3,8 მილიონი ლარი. ორგანიზაცია ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, ამ თანხიდან 2 მილიონი ლარი ფონდის 58 თანამშრომლის ხელფასზე მოდის.



ყველაზე მაღალი ანაზღაურება ფონდში, აწ უკვე გადამდგარ დირექტორს ლევან სურგულაძეს ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ფონდის დირექტორის ანაზღაურება 10-15 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. გამოდის, რომ პოსტზე მუშაობის პერიოდში სურგულაძის ჯამურმა ანაზღაურებამ დაახლოებით 215-225 ათასი ლარი შეადგინა.


საპენსიო სააგენტომ თანხების მობილიზება საინვესტიციო საბჭოს არ არსებობის პირობებში დაიწყო. ასევე, იმ დროისთვის არ არსებობდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. ფონდის დაარსებიდან ერთ წელზე მეტია გასულია და დღემდე არც საბჭოა დაკომპლექტებული სრულად და არც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.


ფონდის დირექტორმა თანამდებობა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დატოვა.


წყარო: ტაბულა 





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up