საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

access_time2020-07-04 16:00:24

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს.

„როდესაც ჩვენ კანონპროექტი გაგვქონდა, მაშინაც ვაცხადებდით, რომ პირველი ორი წელი საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტებში ანუ ძირითადად დეპოზიტებში შეიძლება წასულიყო.

ეს მოლოდინები რეალურად არსებობს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან უფრო მეტად უნდა დაიწყოს და სხვა ალტერნატიულ ინსტრუმენტებში, ალეტრნატიულში ვგულისხმობ არაფინანსური და არასახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, არამედ რეალურ სექტორში უნდა ჩაიდოს.

ასევე სახელმწიფო საწარმოებიც მინდა შევიყვანო იმიტომ, რომ პოტენციალი მანდ არის და ბუნებრივია კომერციულ სექტორშიც“, – განაცხდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

თუ მთავრობა გადაწყვეტს სახელმწიფოო კომპანიებში ინვესტირებას, ეს ამ საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოხდება. სახელმწიფო საწარმოები  გამოუშვებენ ფასიან ქაღალდებს, რომლებსაც საპენსიო შეისყიდის. ობლიგაციებში ინვესტირებული თანხა კი გარკვეული დროის შემდეგ ფონდმა კონკრეტული საპროცენტო სარგებლით უნდა დაიბრუნოს.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომპანიების ზარალი წლიდან წლამდე იზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში 200-ზე მეტი საწარმოა. სახელმწიფო საწარმოები გვხვდებიან, თითქმის ყველა სექტორში. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში როგორებიცაა, ლოჯისტიკა, გადაზიდვები კომუნალური მომსახურება და სახვა. თუმცა, ამ საწარმოების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათი უმრავლესობა წამგებიანია.

მაგალითად, მხოლოდ 2018 წელს მათმა ჯამურმა ზარალმა 805 მილიონი ლარი შეადგინა.


ბანკები და ფინანსები




ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up