“საპენსიო დანაზოგები აუცილებლად გახდება საარჩევნო სპეკულაციების საგანი

“საპენსიო დანაზოგები აუცილებლად გახდება საარჩევნო სპეკულაციების საგანი

access_time2019-05-11 12:00:08

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ ქვეყანაში ამოქმედებული საპენსიო სისტემის თანმდევი რისკების შესახებ ისაუბრა. ლეჟავას განცხადებით, ადრე თუ გვიან პენსიის თემა აუცილებლად გახდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. 

“საპენსიო დანაზოგები აუცილებლად გახდება საარჩევნო სპეკულაციების საგანი. საქართველოში იქნება არჩევნები, სადაც პოლიტიკოსები გასცემენ დაპირებებს, რომ “შენ რაც არ უნდა დააგროვო, $700 დოლარი გექნება პენსია, ოღონდ 20 წლის შემდეგ, მე რომ აღარ ვიქნები ძალაუფლებაში მაშინ.” რატომ არ მოხდება ასე? რა იქნება ამის წინაღობა?,”- განაცხადა ვატო ლეჟავამ. 

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ კი თქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი საპენსიო სისტემები არ კოტრდებიან. სურგულაძის თქმით, საპენსიო სისტემის სანდოობა განსაკუთრებით მაღალია და ის მოქალაქეებს მათ მიერ დაზოგილ თანხაზე ყოვეწლიურად 6-7%-იან ამონაგებს მაინც მოუტანს. 

სტატისტიკის მიხედვით,  ამ დროისთვის სისტემაში  771,000 ადამიანია ჩართული, ხოლო ფონდში 180 00 000 ლარია მობილიზებული. რაც შეეხება სისტემის დატოვების მაჩვენებელს, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ ფონდი 38,000-მა ადამიანმა დატოვა. 

კითხვაზე თუ რატომ არ არის საპენსიო სისტემა სრულად ნებაყოფლობითი, სურგულაძემ განაცხადა, რომ  რეფორმის წერისას საუკეთესო გამოცდილებას დაეყრდნენ. 

საპენსიო სისტემების მართვის საუკეთესო გამოცდილება კი OECD-ის წევრ ქვეყნებს აქვთ, სადაც საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ვალდებულებაზეა დამყარებული.


BMG






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up