„საპენსიო ასაკის მომხმარებლები „ლიბერთიში“ საბაზრო ფასით სარგებლობენ“ - ვასილ ხოდელი

„საპენსიო ასაკის მომხმარებლები „ლიბერთიში“ საბაზრო ფასით სარგებლობენ“ - ვასილ ხოდელი

access_time2021-04-12 14:30:26

„საპენსიო ასაკის მომხმარებლები „ლიბერთიში“ საბაზრო ფასით სარგებლობენ“,  -ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც  მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ.

 

„არის ეჭვი, რომ ჩვენ უფროსი თაობის ასაკის წარმომადგენლები ლიბერთი ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ, რომლის სავარაუდო მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ „ლიბერთი“ გარკვეულ ექსკლუზიურ უფლებებს ვფლობთ ამ ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით. ჩვენ ახალი გუნდი ვართ „ლიბერთისთვის“ და დღეს მოტანილი გვაქვს ორი მაგალითი, რომელზეც მინდა აქცენტი გავაკეთოთ. ლიბერთი ბანკის უფროსი თაობის მომხმარებლებს, რომელთაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულება ლიბერთი ბანკში, ოთხჯერ მეტი  ვალდებულება გააჩნიათ ყველა დანარჩენ ბანკში, ანუ ეს არის დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტი, რაც ჩვენი აზრით, მიუთითებს რომ ამ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება შეზღუდული არ აქვთ. რაც შეეხება ფასს, ჩვენი მომხარებლებისთვის ზოგადად  ჩვენ ვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკის მომხმარებლები მათ შორის უფროსი თაობის წამომადგენლები ჩვენთან პროდუქტებით სარგებლობენ საბაზრო ფასით. ორივე ფაქტს დეტალურად გავშლი.

 

პირველ ფაქტს რაც შეეხება, ეს არის კონკრეტული სტატისტიკა. რაც შეეხება სესხს, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ეს არის ჩვეულებრივი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, რომ გავარკვიოთ არის თუ არა არასაბაზრო ფასში გაცემული სესხები ჩვენს მომხმარებელზე კონკრეტულად უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მე მაქვს კონკრეტული ოფიციალური სტატისტიკა. ისიც ვთქვათ თუ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დღეს, ეს არის 30,65 %. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა ტიპის სესხზეა საუბარი, ეს არის სამომხმარებლო, არაუზრუნველყოფილი და თან მცირე, 1000 -დან 2000 ლარამდე სესხი. დღეს 24-დან 27 %- მდეა ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე ყველა მომხმარებელზე, ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ საპენსიო ასაკის მომხმარებლებზე და მცირე ზომის სესხებზე. ეს კრედიტი მოიცავს ე.წ. დაზღვევის კომპონენტსაც, ერთადერთი წყარო ამ სესხის გადახდისა არის კონკრეტულად ის მომხმარებელი რომელიც ამ სესხით სარგებლობს და თუ ის ამ ცხოვრებიდან მიდის ამ სესხის გადახდა არც მისი და არც მისი ოჯახის საზრუნავი არ არის, განსხვავებით ჩვეულებრივი პროდუქტებისგან, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს. ჩვენი მომხმარებლები პენსიონრები არ არიან, ესენი არიან ადამიანები, საინტერესო პიროვნებები, გამოცდილი პროფესიონალები, რომელთანაც როგორც ბანკში, ისე ბანკის გარეთ ვთანამშრომლობთ და ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

 


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არიან - “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up