საპატიო კონსულების შემთხვევაში საკომპენსაციო ანაზღაურების თემაზე ვიფიქრებდი - ვიქტორ ყიფიანი

საპატიო კონსულების შემთხვევაში საკომპენსაციო ანაზღაურების თემაზე ვიფიქრებდი - ვიქტორ ყიფიანი

access_time2022-10-11 23:00:00

საპატიო კონსულის თანამდებობა არ უნდა იყოს უპირობო ჯილდო. ჩვენი სურვილი არის რომ ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა მოიყაროს თავი და სიმართლეს რომ გავუსწოროთ თვალი, ნიჭიერი და უნარიანი ადამიანების მოზიდვა ისე რომ მათ შესატყვისი პირობები არ შევთავაზოთ, არ გამოვა. საპატიო კონსულების შემთხვევაში საკომპენსაციო ანაზღაურების თემაზე ვიფიქრებდი ანუ არის ძალოისხმევა, არის შედეგი, შესაბამისად იქნება უკუგება, — აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი” გიორგი აბაშიშვილთან ერთად.


ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, რომ ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მოქნილი წესები უფრო მისაღებია.


„ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მე მაინც უფრო მოქნილ წესებს ვინატრებდი, რომ კავშირების უწყვეტობა, როდესაც გარკვეული ბიზნეს ურთიერთობებს აგებ და ამას სჭირდება გარკვეული მოთმინება, დრო და ვადა, კონკრეტულ ადამიანთან არის პერსონიფიცირებული და შემდეგ მისი ამოგლეჯა სურათიდან და სხვა სახით ჩანაცვლება როცა გარეთ მოღვაწე პიროვნებაზე, ეკონომიკურ დიპლომატზე ვსაუბრობთ, ეს ალბათ შეცდომა იქნება. 



საპატიო კონსული იქნება თუ დიასპორის წარმომადგენელი, კონკრეტული სახელდებას ალბათ უფრო მეორადი მნიშვნელობა აქვს. ერთი პერიოდი ეს ინსტიტუტი დაქვეითდა და ახლა მისი ზედაპირზე წამოწევა, როდესაც ჩვენი დიპლომატია იმდენად მდიდარი არ არის რომ მთელ სამყაროს მოედოს, რა თქმა უნდა საპატიო კონსულების ინსტიტუტი ერთგვარი განშტოება არის და ამით ჩვენ ნაკლები დანახარჯით და ნაკლები რესურსით, შეიძლება იგივე შედეგი მივიღოთ რაც იმ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში რომ გვყავდეს წარმომადგენელი და ეკონომიკური ატაშეები. ეს არის სწორედ ის ურთიერთშევსება, მითუმეტეს მცირე სახელმწიფოს პირობებში, რომელსაც მწირი რესურსები აქვს, სხვადასხვა ინსტრუმენტები როგორ უნდა დაუკავშირო ერთმანეთს, ფორმალური დიპლომატები, დიასპორის წარმომადგენელი,  საპატიო კონსული, რომლებიც ერთი შედეგისკენ იქნებიან მიმართული“,  აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up