„საპარტნიორო ფონდთან“ K-water-ის პრეზიდენტმა ნენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა

„საპარტნიორო ფონდთან“ K-water-ის პრეზიდენტმა ნენსკრა ჰესის პროექტის 2019 წლის გეგმები განიხილა

access_time2019-01-29 18:48:11

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კორეის უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ის აღმასრულებელ დირექტორს ჰაკსუ ლის შეხვდა. შეხვედრაზე ნენსკრა ჰესის პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილეს. მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს კომპანია “ნენსკრა ჰიდრო” აწარმოებს, რომელიც K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.



მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. „K-Water“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნენსკრა ჰესის მშნებელობის პროცესი საერთაშორისო კონვენციების პირობების დაცვით მიმდინარეობს.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.



„პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალი ზედმიწევნით გათვლას საჭიროებს. პროექტის განხორციელებისთვის მიმდინარეობს გარემოსდაცვითი, რეგიონული და სხვა საკითხების შესწავლა, რომელშიც ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები და კვალიფიციური ექსპერტები. ჩვენ ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახელობის ინტერესებს და მათთან ინტენსიური კავშირი გვაქვს, პროექტი ყველა საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება, რასაც გარკვეული დრო დაჭირდა“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.




„საპარტნიორო ფონდი“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერია და ნენსკრა ჰესის პროექტის დაწყების დღიდანვე “K-water”-ის სანდო ბიზნეს-პარტნიორი. ჩვენს კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ნენსკრა ჰესის პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მიზანია, ეს თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდეს“, - აღნიშნა K-water-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაკსუ ლიმ.



კორეის წყლის რესურსების კორპორაციის K-water–ის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჰაკსუ ლი საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და ქვეყნის ეკონომიკური გუნდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.



(NS)







მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up