"საპარტნიორო ფონდში" ცვლილებები დაიწყო - სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკები გაუშვეს

access_time2019-06-12 23:16:43

“საპარტნიორო ფონდის” კრიტიკა თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დაიწყო და მოქმედმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაასრულა. შემდეგ იყო პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი საპარტნიორო ფონდში და მეორე დღეს ახალი დადგენილება, რომელმაც „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ მთავრობის ძველი დადგენილება შეცვალა. 6 ივნისით დათარიღებულ დადგენილებას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.


ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ფონდის მუშაობაში მთავრობის ჩართულობა. ამასთან, “საპარტნიორო ფონდში” განმარტავენ, რომ სამეთვალყურეო საბჭოში აღარ იქნებიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები და მათ ბიზნესასოციაციები ჩაანაცვლებენ. კერძო სექტორის წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში ისევ მაქსიმუმ 4 ადამიანით იქნებიან წარმოდგენილი.


ფონდის განმარტებით, ბანკების ხელმძღვანელების ნაწილი, რომლებიც შედიოდნენ სამეთვალყურეო საბჭოში, აღარ ცხოვრობენ საქართველოში, ამასთან, პროექტების განხილვის დროს იქმნებოდა ინტერესთა კონფლიქტი, რამდენადაც სამეთვალყურეო საბჭოში კონკურენტი ბანკების ხელმძღვანელები შედიოდნენ.


სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის ახალი წარმომადგენლების შეყვანამდე კერძო სექტორის წარმომადგენელთა მოქმედ შემადგენლობას შეუწყდება უფლებამოსილება. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეყვანის მიზნით კი, სს „საპარტნიორო ფონდმა“ 3 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.


ცვლილებების მიხედვითვე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღარ იქნება იუსტიციის მინისტრი და მის ადგილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიკავებს. ფონდში განმარტავენ, რომ ეს სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან და ფონდის საქმიანობასთან უფრო მეტად არის კვეთაში.


ამასთან, ფონდი გადადის უფრო მეტად გამჭვირვალე და მოქნილ პროცედურებზე და ელექტრონულად პროექტების განხილვაზე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საკუთარ შენიშვნებს ელექტრონულად წარადგენენ, რაც საპარტნიორო ფონდის განმარტებით, გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. საბოლოო გადაწყვეტილებები ისევ შეხვედრების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ იქნება მიღებული.


საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ ცვილებები არის ფონდის რეფორმირების შემადგენეი ნაწილი, რაზეც მათი ხელმძღვანელობა დიდი ხანია საუბრობს.



სამეთვალყურეო საბჭოს გაეზარდა უფლებამოსილებებიც, მაგალითად მას მიეცა დამატებითი უფლებები:


მისცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) ამა თუ იმ პირს. პროკურა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);


მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;


მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.


წინა რედაქციისგან გასხვავებით, ახლა სამეთვალყურეო საბჭოს უფრო მეტი წევრის თანხმობაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. თუ აქამდე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებას იღებდა თუ მას ესწრებოდა წევრთა არანაკლებ 25%-ისა, ახლა ეს რიცხვი 50%-მდეა გაზრდილი.


5 ივნისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში იმყოფებოდა. ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.


მანამდე, 31 მაისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ “ის ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს”.


თემაზე კომენტარი თავად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემაც გააკეთა. მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას, რომელიც 2016 წელს დაიგეგმა, იმ დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა.


სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.„საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:


1. აქტივების მართვა - ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან:

საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
სს თელასი - 24.5% წილი


საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.


2. საინვესტიციო საქმიანობა - ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. მათ შორის შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა , წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.


BMG






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up