„საპარტნიორო ფონდს“ პორტუგალიის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდს“ პორტუგალიის დელეგაცია ეწვია

access_time2018-08-10 13:44:37

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში პორტუგალიის საქმიანი წრეების ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

 

საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით კომპანია News Museum და Elevolution group SGPS არიან დაინტერესებულნი. ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პორტუგალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 

შეხვედრაში მონაწილე პორტუგალიური მრავალპროფილიანი კომპანიები მსოფლიო ბაზარზე მასშტაბური პროექტებით არიან წარმოდგენილნი. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება გზების, ხიდების, სახვადასხვა ტიპის შენობების, მათ შორის საავადმყოფოების, გვირაბებისა და წყლის სისტემების მშენებლობა, ასევე ნარჩენების გადამუშავებაა.


 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.


(R)

 





ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება

ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება
access_time2020-07-14 14:36:50
„ლუფთანზას“ შეუძლია, მიუნხენის მიმართულებით ნებისმიერ დროს აღადგინოს მიმოსვლა - ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.   მისი თქმით, მიუნხენის აერპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.   „გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს....

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება

RealClearEnergy: „ფრონტერას“ მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს ეწინააღმდეგება
access_time2020-07-14 12:00:17
„უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასის ენერგეტიკულ ფირმასა და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიას შორის, ბრძოლა, რომელიც აერთიანებს კორპორატიული ინტრიგების, საერთაშორისო სამართლისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებს. ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ-ის მოკავშირე და ნატოს პარტნიორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნავთობის მოძიების ხელშეკრულებას ტეხასის კომპანიასთან 1990-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. მოწინააღმდეგე მხარეა...

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
access_time2020-07-14 13:22:50
„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.       როგორც ჩანს,...

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს

პანდემიის მიუხედავად სასტუმროებმა ფასები წინა წელთან შედარებით არ შეამცირეს
access_time2020-07-14 14:00:33
საქართველოში სასტუმროს საშუალო ფასები გაიზარდა. PMCG- ის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის მაისთან შედარებით ივნისის თვეში 5 ვარსკვლავიანი, 4 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროების ფასები 2,4%-ით გაიზარდა. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასმა 9.9 % — ით იმატა. 2020 წლის...

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
access_time2020-07-14 13:00:03
პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.   ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო...


მსგავსი სიახლეები

up