„საპარტნიორო ფონდს“ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდს“ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაცია ეწვია

access_time2019-08-29 11:03:33


 „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება. „საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთის წამყვან ბიზნეს და საფინანსო კომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა ჩინეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი“, ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველო-ჩინეთს შორის სამთავრობათშორისო კომისიის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა.



საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია „საპარტნიპრო ფონდს“ ეწვია. დელეგაციაში გუანტუნის პროვინციის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ხელისუფლების, საბაჟო სახლის და ასევე, ფინანსური ბიუროს ხელმძღვანელი პირები შედიან.




„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციასთან შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელა.



მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარებასა და საქართველოს, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გუანჭოუში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.



შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჩენ ჭუნციუმ მოაწერეს.
„საქართველოში გუანჭოუს ხელისუფლების დავალებით ვიმყოფებით, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პერსპექტიულია. ვთვლით, რომ თქვენი ქვეყანა ევროპის ბაზრის გასაღებია და ამ ფაქტს პოზიტიურად ვაფასებთ. „საპარტნიორო ფონდი“ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, ამიტომ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ვამზადებთ“, აღნიშნა შეხვედრაზე ჩინეთის ქალაქ გუანჭოუს ტუნგუანის ზონის მთავრობის საგამოფენო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით ქართველი მეწარმეები 2020 წლის 16-19 აპრილის საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.






21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up