„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

access_time2021-11-30 16:55:17

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ინიციატივით მოეწყო.

საგანელიძის თქმით, ფონდის რეორგანიზაციის საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობის შედეგად უნდა გადაწყდეს და ფართო კონსენსუსის საგანი და შედეგი უნდა იყოს.

„მსგავსი განხილვების ინიციატივა არის ძალიან კარგი და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი ჩაერთვება ამ პროცესში. იმედი მაქვს, საპარლამენტო განხილვებიც მალე შედგება, რამდენადაც საკითხი, მოგეხსენებათ, უკვე არის საშემოდგომო დღის წესრიგში და სავარაუდოდ, მოკლე ხანში კანონპროექტის ვერსიასაც ვიხილავთ“, – აღნიშნა საგანელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ფონდის დაფინანსების გზებსა და წყაროებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტორს განსხვავებული პოზიციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში ჯანსაღი მსჯელობა მიმდიანრეობს, რაც შედეგად სწორედ კონსესუსამდე მისვლის წინაპირობაა.

„ის რომ ეკონომიკის სამინისტრო ჰქონდა ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პოზიცია, ხოლო ამ აზრს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებდა, მიმაჩნია ძალიან ჯანსაღი დუღილის პროცესად. მსჯელობების და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის შედეგად მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე. პირადად მე ვფიქრობ, ფონდს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე წარმატებით წარმართოს მანდატით განსაზღვრული საქმიანობა.


მთავარი იქნება ის, რა მანდატი განესაზღვრება ფონდს რეორგანიზაციის შედეგად, რა აქტივების მფლობელი დარჩება, ან დაუბრუნდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული სახსრები და სხვა“, – განაცხადა საგანელიძემ.

როგორც მან დამატებით აღნიშნა, იზიარებს სავალუტო ფონდის მოსაზრებასა და რეკომენდაციას, რომ „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იმართებოდეს სრულიად სუვერენულად და დამოუკიდებლად, ანუ მთავრობის ჩარევის გარეშე. სადღეისოდ, ფონდის ბორდი დიდწილად მთავრობის წევრებისგან შედგება და სწორედ ბორდი ამტკიცებს პროექტებს.

საგანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავლშიც, ნებისმიერ გონივრულ ფორმატში განაგრძოს მსჯელობა და ფონდის რეორგანიზაციისა და შესაძლებლობების თაობაზე მოსაზრებების გაცვლა, მედიასთან იქნება ეს თუ სამოქალაქო სეტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია.

“სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა, დარწმუნებული ვარ, საკითხზე შემდგომ მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოს, საქმიანს და საგნობრივს გახდის “, – აღნიშნა აფბას ხელმძღვანელმა.


Bfm.ge





24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up