„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2016-04-06 12:06:28

„საპარტნიორო ფონდსა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  


მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივ პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც  ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. 


„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის“ დელეგაცია, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ხელმძღვანელობს სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება.   ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში. 

 


„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ სერიოზული ორგანიზაციაა აღმოსავლეთ აზიაში. იგი რამოდენიმე ათეულ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ვისთვისაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა „აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატების საწინდარია,“ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. 


საგანელიძის განცხადებით, საქართველო „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვით დაიბრუნებს თავის ისტორიულ როლს და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი გახდება.

 

„პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.


„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს. მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

„დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“,- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა. კომისიის თავმჯდომარემ დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. „დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან, ყველას მიეცა დრო და ყველამ დასვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს სჭირდება დრო, რომ ამ ხუთ საათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს შეაჯერონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე, მაგალითად, თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც ტექნიკური შესწორება იყო რეალურად, რადგან ცვლილება ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი. „ერთადერთი მიზანი ამ კანონის ცვლილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული ეს რეგულაცია. ჯერ კიდევ ამ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხო არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო, რაზეც ჯერ კიდევ სამი დღის წინ კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და კონცენტრაციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლე

access_time 2020-07-10 20:02:37
up