„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

access_time2019-04-02 18:16:46



 „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია  მიიღო. ბასკეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.


ოფიციალურ დელეგაციას ბასკეთის მთავრობის საგარეო საქმეთა გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანალიტიკოსები შედიან. ფონდში გამართულ შეხვედრას ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.



„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ბასკეთისრეგიონის დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო. დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. დავით საგანელიძემ ბასკეთის დელეგაციას ფონდის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.


ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბასკეთის რეგიონის დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა და საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს იმ ბიზნეს სექტორების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც, შესაძლოა, ბასკი ინვესტორები დაინტერესდნენ.


(R)






„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...


მსგავსი სიახლეები

up