„საპარტნიორო ფონდმა" და ჩინურმა CEFC-მა „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" შექმნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

„საპარტნიორო ფონდმა" და ჩინურმა CEFC-მა „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" შექმნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

access_time2017-05-15 12:17:17

„საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი კომპანია CEFC გენერალურმა დირექტორმა წანგძიენძუნმა მოაწერეს ხელი.

 

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" ფორუმის მსვლელობის პროცესში შედგა.ფორუმს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერი, 130-მდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

დოკუმენტით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი" შეიქმნა. „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი" ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

 


„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის, ასევეჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანიაCEFC-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი "საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა"- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა" კომპანია CEFC -თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დასრულებულია.

 

„საპარტნიორო ფონდის" დელეგაციიის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის" პრეზიდენტთან. ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ ZeustarConstructionHoldings - თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

 

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up