საპარტნიორო ფონდმა YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხნის პროექტი დაიწყო

საპარტნიორო ფონდმა YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხნის პროექტი დაიწყო

access_time2016-06-14 15:23:33

საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია Ytong Capital-თან და გერმანულ კომპანია Xella-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და წარმოების სექტორში ახალი პროექტი - იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.


პროექტი ითვალისწინებს იტონგის ბრენდის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას თბილისის შემოგარენში, რომელიც აშენდება 2017 წლის ბოლომდე. ხოლო პირველ სერტიფიცირებულ პროდუქციას ქარხანა 2018 წლის დასაწყისში გამოუშვებს.


„ეს არის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების პროექტი, რომელიც 80 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამშენებლო სფეროში, მათ შორის მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას. Ytong-ის ბლოკის დაბალი თბოგამტარობის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა 20-30 პროცენტით დაზოგოს შენობის გათბობა-გაგრილებისათვის საჭირო ენერგიის მოხმარება. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენებისთვის ხელშეწყობა, და ეს პროექტიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


ბლოკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში მოიპოვება, რაც პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულს გახდის. Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი თბოგამტარობა 5 ჯერ უფრო უკეთესია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იგი არის ბევრად უფრო მსუბუქი რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს შენობა- ნაგებობების მშენებლობაში გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა დასაგრძნობლად დაჩქარდეს სამშენებლო პროცესი. Ytong-ის ბლოკი არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს და არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, რაც დასტურდება ევროპული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერტიფიკატებით.


საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა მიზნად ისახავს წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას. მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში.



პროექტის საინვესტიციო მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარამდეა. საპარტნიორო ფონდთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ქართული კომპანია - Ytong Capital და მსხვილი გერმანული კომპანია - Xella.


Ytong Capital -ის შესახებ


Ytong Capital-ი ადგილობრივი კერძო კომპანია. იგი იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელების მიზნით შეიქმნა. კომპანიის ამოცანაა ქვეყანაში ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვა.


Xella-ს შესახებ


Xella სამშენებლო მასალებისა და ნედლეულის მწარმოებელი წამყვანი გერმანული კომპანიაა. Xella მსოფლიოს 20 ქვეყანაში ფლობს 90-ზე მეტ ქარხანას და ჰყავს წარმომადგენლობა 30-ზე მეტ ქვეყანაში. Xella-ს საკუთრებაში არსებულ სამშენებლო მასალების ბრენდებს შორის გამორჩეულია Ytong, რომელიც მსოფლიო ლიდერია აირბეტონის პროდუქციის წარმოებაში.


საპარტნიორო ფონდის შესახებ


სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს.


საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up