Welcome to Georgia!-„საპარტნიორო ფონდმა“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Welcome to Georgia!-„საპარტნიორო ფონდმა“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2019-06-18 17:18:02

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაზე Welcome to Georgia! სიტყვით წარდგა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის, ასევე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიმართა. „დღესდღეობით საქართველო ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულების წერტილია. უცხოელი ვიზიტორების მზარდი რაოდენობა, მათი ინტერესის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის მიმართ სულ უფრო საგრძნობი ხდება. ეს  ბიძგს აძლევს ადგილობრივ ბიზნესს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განავითარონ ზემოხსენებული სექტორი. ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 160 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, აღნიშნა დანელიამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში „საპარტნიორო ფონდის“ რამდენიმე პროექტმა გაიმარჯვა. ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ პროექტმა „WEHOST“ ორი ნომინაციის (საუკეთესო ტურისტული სტარტაპისა და ყველაზე მზარდი კომპანიის) გამარჯვებულის ტიტულები მოიპოვა. „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანმა“ კი ჯილდო საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმროს ნომინაციაში აიღო.

კონფერენციის ფორმატში იმართება რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომლებიც მოიცავს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ თემატურ პრეზენტაციებს ბაზრის მიმწოდებლებისა და ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროექტის იმ გამარჯვებულებზე, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში არიან ჩართულნი და წარმატებით ოპერირებენ. „სტარტაპ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური ტურისტული ბიზნესების ხელშეწყობა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა. ჩვენ გვყავს რამდენიმე ტურისტული სტარტაპი, რომლებმაც ბაზარზე მყარად დაიმკვიდრეს თავი, მათ შორის არიან „ვიჰოსტი“ და „აუდიოგაიდ-ჯორჯია“,“ აღნიშნა გიორგი ლომიძემ.     


კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ღონისძიება არის ვრცელი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტებისათვის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წრეებისათვის ინფორმაციისა და გამოცდილების გასაცვლელად, ტურიზმის სექტორში სიახლეებისა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო პოტენციალის  გასაცნობად. ღონისძიების ფარგლებში, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრებია დაგეგმილი.   


(R)




ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up