„საპარტნიორო ფონდმა“ სს „ვანრიკ აგროს“  მიმართ არსებული მოთხოვნა აუქციონის წესით გაასხვისა

„საპარტნიორო ფონდმა“ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნა აუქციონის წესით გაასხვისა

access_time2019-12-26 21:49:12

„საპარტნიორო ფონდის“ სს „ვანრიკ აგროს“-თან დაკავშირებული მოთხოვნის აუქციონი დღეს გაიმართა.აუქციონი ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის გასხვისებაზე ჩატარდა.


მითითებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდეტმა მიიღო. აუქციონის საწყისი თანხა 12 მლნ ლარს შეადგენდა. აუქციონის შედეგად დაფიქსირდა საბოლოო ფასი - 12 მილიონ 10 ათასი ლარი. გამარჯვებული ქართული კომპანია შ.პ.ს „ეფკოა“



აუქციონში გამარჯვებული პირისთვის აღნიშნული მოთხოვნის შეძენა წარმოადგენს სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალებას. გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, აუქციონში დაფიქსირებული მოთხოვნის მთლიანი ღირებულება 7 წლის განმავლობაში, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით გადაიხადოს, თუ იგი გაიმარჯვებს სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების აუქციონში.


საჯარო აუქციონი საპარტნიორო ფონდის ოფისში გაიმართა და მას დაინტერესებული პირები, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.


შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი“ -ს მიერ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონი 6 დეკემბერს გამოცხადდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირისთვის მისი პირობების გაცნობა შესაძლებელი იყო ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686


აუქციონის შესახებ ასევე ეცნობათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საელჩოებს, ბიზნეს ასოციაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.






გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...


მსგავსი სიახლეები

up