„საპარტნიორო ფონდმა“ ინფექციურ საავადმყოფოსა და ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად სამედიცინო ეკიპირება გადასცა

„საპარტნიორო ფონდმა“ ინფექციურ საავადმყოფოსა და ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად სამედიცინო ეკიპირება გადასცა

access_time2020-05-05 18:43:21

„საპარტნიორო ფონდმა“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს და აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად გადასცა ჩინეთის განსუს პროვინციის მიერ „საპარტნიორო ფონდისადმი“ მეგობრობის ნიშნად გადმოცემული სამედიცინო ეკიპირების კომპლექტები.


„დიდ მადლობას ვუხდი ქართველ მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის. „საპარტნიორო ფონდის“ მეგობრებმა ჩინეთში, განსუს პროცინციის ხელმძღვანელობამ გამოხატა მხარდაჭერა და ფონდს გამოუგზავნა სამედიცინო პირბადეები და კომბინიზონები, რომლებიც გადავწყვიტეთ, რომ საჩუქრად გადავცეთ ინფექციურ კლინიკასა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, ამ გზით დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა და მოწიწება მედპერსონალისადმი და მივაწოდოთ ის ინვენტარი, რომელიც მათთვის ესოდენ საჭიროა პანდემიასთან ბრძოლაში. აქვე მადლობას ვუხდი განსუს პროვინციის მთავრობას ეპიდემიის რთულ პერიოდში „საპარტნიორო ფონდისა“ და ქართველი ხალხისადმი გამოხატული თანადგომისთვის,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


„საპარტნიორო ფონდმა და მისმა გუნდმა დღეს საჩუქრად გადმოგვცა ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება, რომ დღეს ექიმს გადასცე - ეს არის დამცავი საშუალებები, პირბადეები, მაღალი დაცვის რესპირატორები და კომბინიზონები. ეს არის ის, რაც ყოველთვის დეფიციტშია და მათზე ყოველთვის არის დიდი მოთხოვნა, ვინაიდან ინფექცია გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვჭირდება ამ მარაგების შევსება“, აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.



„ადამიანური რესურსი, კარგი სპეციალისტები ყოველთვის გვყავდა, მაგრამ სწორედ ამგვარი ეკიპირება ძალიან გვჭირდებოდა. ის, რაც „საპარტნიორო ფონდისგან“ მივიღეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია,“ განაცხადა აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ.


„საპარტნიორო ფონდმა“ აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად 10000-მდე ერთეული აღჭურვილობა გადასცა.


„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სამომავლოდაც გეგმავს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up