„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

access_time2019-08-24 14:31:43


 


„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოსა და ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა, ბიზნეს წრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს აერთიანებს.



მინსკში „ქართული სახლი“ ოფიციალურად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ და თბილის მერმა კახა კალაძემ გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. 


„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საქმიან ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მინსკში „ქართული სახლის“ გახსნა ამის საუკეთესო დასტურია. პროექტის განხორციელების იდეა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაიბადა. მისი მხარდაჭერით, „საპარტნიორო ფონდს“ ბელარუსში ალკოჰოლური სასმელების შეტანისთვის სპეციალური კვოტები მიენიჭა. ჩვენი ქვეყნის მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. ბელარუსი კი საქართველოსათვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ქართული სახლი“ კარგ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნეს კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ბელარუსის ბაზარს შესთავაზონ, იმედი მაქვს „ქართული სახლი“ მინსკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვს საინტერესო და სასიამოვნო ადგილი გახდება“, აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, რაჭული ლორი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები. მოწვეულმა სტუმრებმა  „ქართული სახლი“ დაათვალიერეს და ქართული ნატურალური პროდუქტები დააგემოვნეს, ასევე, გაეცნენ საქართველოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.  


„ქართული სახლის“ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, არამხოლოდ დაათვალიერონ, არამედ შეიძინონ ქართული ნატურალური პროდუქტები. „ქართული სახლი“ ბელარუსში „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა.





ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up