საპარტნიორო ფონდმა BDO-ს თან ერთად რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია მოამზადა

საპარტნიორო ფონდმა BDO-ს თან ერთად რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია მოამზადა

access_time2016-01-12 17:06:27

საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად  რაჭის  ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და   რეგიონის  განვითარების  ზოგადი კონცეფცია მოამზადა.   


კონცეფცია  საკონსულტაციო კომპანიამ   საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს წარუდგინა.  


ფონდის ხელმძღვანელობამ კონცეფციათან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და კომპანიას სთხოვა  კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალიზაცია  და დაზუსტებები წარმოადგინოს.   


მხარეები  მორიგ სამუშაო შეხვედრაზე  შეთანხმდნენ, სადაც BDO  ფონდს რაჭის განვითარების კორექტირებულ კონცეფციას წარუდგენს. 


ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, რაჭის რეგიონით კერძო სექტორის დაინტერესება რთული პროცესია, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია რეგიონის განვითარებისთვის. „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის (PPP) მაგალითი. კონცეფციის მთავარი მიზანია   შესთავაზოს სახელმწიფოს რეკომენდაციები, როგორ დააინტერესოს კერძო სექტორი“, აღნიშნა საგანელიძემ. 



კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რადგან რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების მქონე  მინერალური წყაროებით.


კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას,  არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მიყვანას კურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას (ტურისტული საინფორმაციო პუნქტები, საინფორმაციო დაფები,,  პარკირების ადგილები, ქუჩის განათებები და სხვა).  ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების,  საფეხმავლო  ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების  და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას   საკურორტო ზონებში.  


კონცეფციის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია 59 მლნ აშშ დოლარით,  რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას. 

 

BDO-ს შესახებ 


BDO არის საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი კომპანია. 1328 - ზე მეტი ოფისით იგი წარმოდგენილია 151 ქვეყანაში.   BDO აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ხუთეულში შედის. 


საპარტნიორო ფონდის შესახებ


სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up