„საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით, წინანდლის ისტორიულ მამულში, რეგიონში პირველი რადისონ ქოლექშენ ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით, წინანდლის ისტორიულ მამულში, რეგიონში პირველი რადისონ ქოლექშენ ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება.

access_time2018-10-26 14:14:24

27 ოქტომბერს, წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოში და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. „საპარტნიპრო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. „სოლქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე; ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ასევე, ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.



„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარია, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარი. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.



5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.




განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს : 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებს და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს.



ამავე დღეს წინანდლის მამულში ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს მთავრობას და ამერიკულ ჰუმანიტარულ ფონდს Grace Farms Foundation და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მოძრაობას Unchain შორის, რომლის თანახმად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტები იქნება შრომის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა, საქართველოს გადაქცევა 100%-ით მწვანე, მდგრად და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნად.


(R) 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up