„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უსმენენ

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უსმენენ

access_time2019-05-27 15:35:02

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი დეპუტატებს ფონდის საქმიანობასა და საინვესტიციო პროექტებს აცნობს.  

 

ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში „საპარტნიორო ფონდის“ მოსმენაზე საუბარი გაცილებით ადრე, თავად საგანელიძის მოთხოვნით დაიწყო. ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვენელი აცხადებს, რომ დეპუტატები საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციისთვის ფონდში  ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოიწვია.

 

რაც შეეხება ქობულიას განცხადებას ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი მას ეთანხმება და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფონდში მისვლამდე ღიად საუბრობდა. მისი განცხადებით, ფონდის რესტრუქტურიზაციიის აუცილებლობა დღესაც აქტუალურია. საგანელიძის თქმით, ფონდის შვილობილი, ისეთი სტრატეგიული ობიექტები როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა, რომლებსაც  „საპარტნიორო ფონდი“ არ მართავს, ფონდის  მფლობელობაში არ უნდა იყოს. საგანელიძის აზრით, ფონდს ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა გაუჩნდეს. მისივე თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციებით შედგენილი ფონდის რეფორმირების პროექტი უკვე შეტანილია მთავრობაში განსახილველად.

 

საგანელიძის განცხადებით,  ფონდის რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ფონდის შვილობილი კომპანიების (სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“) 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა. ზარალი აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული  მაშინ, როდესაც აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ, სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად, 192.6 მილიონი ლარი შეადგინა.

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის მიერ საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით, მაღალტექნოლოგიური წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათი საშუალო მოგება 14.8%-ს შეადგენს, ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია კი 7 აშშ დოლარია.

 


დავით საგანელიძის განცხადებით, 2017 წლიდან წინა წლებში „კრედიტ სვისისგან“ აღებული 150 მლნ  აშშ დოლარიანი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა დაიწყო და 2018 წელს ის 87 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

 

დავით საგანელიძემ იმ სექტორების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ფონდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს: მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, სოფლის მეურნეობის დარგები, ასევე, რეგიონებში აუთვისებელი საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მიმართულება.

 

 „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

 

 (R)

 

 

 

 

 

 






forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის   დღგ-ს გათავისუფლების  ინიციატივით გამოდის
access_time2019-09-17 09:00:35
კონსულტანტი დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, არის ინდუსტრიები, რომლებსაც პრობლემა აქვთ დღგ-სთან მიმართებაში. მაგალითად, საკონსულტაციო, სასწავლო და ზოგადად, განათლების სფეროში, სადაც საქონლის მიწოდება არ ხდება, არ არის შესაძლებელი დღგ-ს დაბრუნება, ეს კი კომპანიისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. ...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...


მსგავსი სიახლეები

up