საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით შექმნილი საწარმოს  „დოქტორ გუდსის“  სამედიცინო ტექსტილის პროდუქცია ეკონომიკის მინისტრმა  დაათვალიერა

საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით შექმნილი საწარმოს „დოქტორ გუდსის“ სამედიცინო ტექსტილის პროდუქცია ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა

access_time2020-04-03 18:31:19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,   საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი  გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის საწარმო დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მის საქმიანობას.  ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი სრულად ითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას და  თავის საქმიანობას მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას უთმობს.

 

„ ეს საწარმო გაიხსნა საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით და საქართველოში ერთადერთია, რომელიც  აწარმოებს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის  საჭირო ტექსტილს, ეს ყველაფერი კი არის ის ნაწარმი , რომელიც ესოდენ ესაჭიროება დღეს საქართველოს, ქართულ ბიზნეს და იმ ადამიანებს , რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები“-  აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველია, რომელმაც   დაიწყო სამედიცინო ტექსტილის წარმოება და მომხმარებელს  სტერილური და არასტერილური პროდუქტი შესთავაზა.

 

 საწარმო  სამედიცინო სექტორს აქამდე რამდენიმე  პროდუქტით უზრუნველჰყოფდა.  მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში მზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელმაც  ამ მიმართულებით დაიწყო წარმოება, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე საწარმოს წარმადობა გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანიც გახდა.


 

 კომპანიამ პირველ ეტაპზე 15 ადამიანი დაასაქმა, თუმცა დღეს საწარმოში 70 ზე მეტი ადამიანი მუშაობს.„სტარტაპ-საქართველოს “  ინვესტიცია პროექტში 100 000 ლარს შეადგენს.  

 „საპარტნიორო ფონდისა და „სტარტაპ-საქართველოს“მიერ დაფინანსებული სტარტაპი-„დოქტორ გუდსი’-ერთადერთი საწარმოა საქართველოში , რომელიც  ასეთ  რთულ და კრიტიკულ პერიოდში აწარმოებს სამედიცინო ხალათებს და თავდაცვით კომბინიზონებს და აწვდის ბაზარს“- აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

 

 

„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up